პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე: რადიკალურმა ოპოზიციამ, გარდა იმისა, რომ არ მიიღო არჩვენებში მონაწილეობა, აუკრძალა საკუთარ ამომრჩეველს გამოეყენებინა კონსტიტუციური უფლება, ადამიანები აიძულეს მონაწილეობა მიეღოთ არა დემოკრატიულ პროცესში, არამედ მოუწოდეს ე.წ. მშვიდობიანი დამხობის და სახელმწიფო გადატრიალებისკენ

თქვენ იცით, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ, გარდა იმისა რომ არ მიიღო არჩვენებში მონაწილეობა, აუკრძალა საკუთარ ამომრჩეველს გამოეყენებინა საკუთარი კონსტიტუციური უფლება და არ მისულიყვნენ არჩვენებზე, ადამიანები აიძულეს სახლში დარჩენილიყვნენ, მონაწილეობა მიეღოთ არა დემოკრატიულ პროცესში და არჩევნებში, არამედ მოუწოდე გამოსულიყვნენ იმავე დღეს 4 საათზე, არადემოკრატიული პროცესიის, ე.წ. მშვიდობიანი დამხობის და სახელმწიფო გადატრიალებისთვის,- ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ, ვლადიმერ ბოჟაძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საუბრისას განაცხადა.

ვლადიმერ ბოჟაძე მადლობას უხდის შსს-სა და სუს-ს ჩატარებული სამუშაოებისთვის, რის შედეგადაც თავიდან იქნა აცილებული სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა.

„ჩვენ ყველამ კარგად ვნახეთ როგორ განვითარდა იმ საღამოს მოვლენები და მადლობა მინდა გადავუხადო შსს-ს, სუს-ს, რომ ის გეგმა, რომელიც ისახავდა ქვეყანაში არეულობას, დესტაბილიზაციას, სახელმწიფო გადატრიალებას, როგორც ჩანს მცხეთაში აღმოჩენილი იარაღი თავისუფლების მოედანზე აღმოჩენილიყო, ის ასაფეთქებელი, რომელიც უკრაინელმა „მეგობრებმა“ გამოგვიგზავნეს მერე სადმე სახელმწიფო შენობასთან ახლოს აფეთქებულიყო. მადლობა, რომ ეს ყველაფერი ასე არ დასრულდა. თუმცა, როგორც ჩანს, ასეთ შემთხვევაში ჩვენ გვექნებოდა არა მხოლოდ სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე, არამედ მეორე ფრონტის გახსნის საფრთხე, კიდევ უფრო მეტი ტერიტორიების დაკარგვის საფრთხე, არამედ იმ ორი უმთავრესი მოთხოვნის შესრულება, რომელიც ჩვენ მივიღეთ ევროკავშირისგან წერილობით, ერთი იქნებოდა – „გამჭვირვალობის კანონის“ გაუქმება და მეორე – „ოჯახური ღირებულებების კანონის“ გაუქმება, რადგან, როგორც ჩანს, ეს კანონები ვერ მოდიდოა და ვერც მოდის იმ სტრატეგიასთან, რომელიც ევროკომისიამ უკვე მიიღო და რომელიც იცით თქვენ, რომ სავალდებულო იქნება, როგორც წვერი სახელმწიფოების, ისე კანდიდატი სახელმწიფოებისთვის“,- განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა