უცხოური მედია

ჩეხეთის პრემიერი ანდრეი ბაბიში: ვიქტორ ორბანი შესანიშნავი ლიდერია. ასევე, ჩემი განსაკუთრებული მადლობა პრეზიდენტ ტრამპს, რომლის დიპლომატიური ძალისხმევის გარეშეც ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა შეუძლებელი იქნებოდა

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც უნგრეთის პრემიერი შეაქო და მას დიდებული ლიდერი უწოდა.

ჩეხეთის პრემიერი იზიარებს პრეზიდენტ ტრამპის შეფასებას და ამის შესახებ X-ზე წერს, რომ ვიქტორ ორბანი შესანიშნავი ლიდერია და გასაკვირი არ არის, რომ ის იყო V4 ქვეყნების ერთადერთი წარმომადგენელი, რომელიც ეგვიპტის შარმ-ელ-შეიხში გამართულ სამშვიდობო სამიტს დაესწრო.

„სრულიად ვეთანხმები პრეზიდენტ ტრამპს – ვიქტორ ორბანი შესანიშნავი ლიდერია. გასაკვირი არ არის, რომ ის იყო V4 ქვეყნების ერთადერთი წარმომადგენელი, რომელიც დაესწრო ეგვიპტის შარმ-ელ-შეიხში გამართულ სამშვიდობო სამიტს, სადაც 27 მსოფლიო ლიდერი – მათ შორის, მხოლოდ 7 ევროკავშირიდან – შეიკრიბა ღაზაში ომის საბოლოოდ დასასრულებლად. ასევე, ჩემი განსაკუთრებული მადლობა პრეზიდენტ ტრამპს, რომლის დიპლომატიური ძალისხმევის გარეშეც ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა არ იქნებოდა.“-დაწერა პრემიერმა ბაბიშმა. ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა ვიქტორ ორბანის შესახებ შემდეგი რამ თქვა: „ჩვენ აქ გვყავს უნგრეთი. სად არის ვიქტორი? ჩვენ გვიყვარს ვიქტორი. თქვენ ფანტასტიკური ხართ. ვიცი, რომ ბევრი ადამიანი არ დამეთანხმება, მაგრამ მე ვარ ერთადერთი, ვისი აზრიც მნიშვნელოვანია“.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა