პოლიტიკა

გია აბაშიძე: საქართველოს თვითმყოფადობასთან მებრძოლი ევროკრატიის განშტოება, ვენეციის კომისია ისეთ აბსურდშია, რომ FARA-ს კანონის უსაგნო კრიტიკაში მის ერთ-ერთ მთავარ პარტნიორს, აშშ-ს უწუნებს კანონის უზენაესობას

x

საქართველოს თვითმყოფადობასთან მებრძოლი ევროკრატიის განშტოება, ვენეციის კომისია ისეთ აბსურდშია, რომ FARA-ს კანონის უსაგნო კრიტიკაში მის ერთ-ერთ მთავარ პარტნიორს, აშშ-ს უწუნებს კანონის უზენაესობას, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი, გია აბაშიძე, ვენეციის კომისიის მიერ გამოცემულ რეკომენდაციას საქართველოსთან დაკავშირებით.

აბაშიძის განცხადებით, ვენეციის კომისიის მთავარი უფლებამოსილება არის რჩევების გაცემა და არა საკანონმდებლო სფეროში დირექტივები სახელმწიფოებისთვის.

„ საქართველოს თვითმყოფადობასთან მებრძოლი ევროკრატიის განშტოება, ვენეციის კომისია ისეთ აბსურდშია, რომ FARA-ს კანონის უსაგნო კრიტიკაში მის ერთ-ერთ მთავარ პარტნიორს, აშშ-ს უწუნებს კანონის უზენაესობას. ევროპის საბჭოს საკონსულტაციო ორგანოს, ვენეციის კომისიის მთავარი მანდატია რჩევები და არა დირექტივები საკანონმდებლო სფეროში. პოლიტიკური არბიტრის როლი ვენეციის კომისიას არ აქვს და ტყუილად ცდილობს ზემოდან მითითებით, ამ მანტიის მორგებას. უსუსურია არგუმენტები, რომ შეერთებულ შტატებში თუ ევროპაში სხვა სამართლებრივი ჩარჩოებია და საქართველო მისთვის აუცილებელ კანონებს პირდაპირი გადმოღებით არ უნდა ახორციელებდეს.

გამოდის, რომ ჩვენს ქვეყანაში ევროკავშირის რეკომენდაციით, ახალი კანონის თუ რეგულაციის მიღება ერთი ერთში თუ არ შეესაბამება ადგილობრივ ე.წ. კონტექსტს, უკუსაგდებელია. ცნობისთვის, დამკვირვებლობის შემდეგ, აშშ 2013 წელს შეუერთდა ვენეციის კომისიას სრულუფლებიანი წევრის სტატუსით. ეს წევრობა ასახავს ვაშინგტონის ინტერესს, გაუზიაროს ექსპერტიზა კონსტიტუციის დიზაინის საკითხებში და მხარი დაუჭიროს გლობალურ დემოკრატიულ სტანდარტებს, ევროპის საბჭოს ზედამხედველობის გარეშე (რადგან აშშ არ არის ევროპის საბჭოს წევრი). კომისიაში მის წარმომადგენლებად ამერიკა ნიშნავს ორ დამოუკიდებელ ექსპერტს, რომლებსაც ირჩევს სახელმწიფო დეპარტამენტი ოთხწლიანი განახლებადი ვადით. აშშ-სა და კომისიას შორის დაძაბულობა ზოგჯერ იჩენს თავს სამართლებრივ შედარებით ანალიზებში ან არაპირდაპირ კრიტიკაში, რაც ხშირად დაკავშირებულია აშშ-ის პოლიტიკასთან საზღვარგარეთ ან შიდა პრაქტიკასთან, რომელიც მოხსენიებულია გლობალურ სტანდარტებში“,- წერს აბაშიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა