Uncategorized

ვაკო თურნავა: ბოლო პერიოდში მიმდინარე პროტესტი მიზანმიმართულად იმართება იმ პოლიტიკური ჯგუფების მიერ, რომლებმაც წააგეს არჩევნები და ვერ ახერხებენ ძალაუფლების მიღებას დემოკრატიული გზით

ბოლო პერიოდში მიმდინარე პროტესტები არ არის საზოგადოებრივი უკმაყოფილების ბუნებრივი გამოხატულება. ისინი მიზანმიმართულად იმართება იმ პოლიტიკური ჯგუფების მიერ, რომლებმაც წააგეს არჩევნები და ვერ ახერხებენ ძალაუფლების მიღებას დემოკრატიული გზით, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვაკო თურნავამ, „Radio Roma”-ს ეთერში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციამ უარი თქვა პარლამენტში შესვლაზე და რადგან დემოკრატიული გზით ვერ ახერხებენ ხელისუფლების შეცვლას, ამიტომ რევოლუციით და დამხობით ცდილობენ ამას.

„მათ უარი თქვეს პარლამენტში შემოსვლაზე. დემოკრატიული ბერკეტებით ვერ ცვლიან ხელისუფლებას. ამიტომ, ქუჩით, რევოლუციებისა და დამხობის მცდელობებით ცდილობენ მმართველი ძალის ჩამოშლას. ყველაფერი დანარჩენი, რასაც ამბობენ, რომ თითქოს რაღაც კანონი არ მოსწონთ, ან ვითომ პრორუსული მთავრობაა – არის ამ მარცხის შეფუთვა.” – განაცხადა ვაკო თურნავამ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა