გამოწვევა არის სახელმწიფო უნივერსიტეტების გაუმართავი ინფრასტრუქტურა და ამასაც სჭირდება სახელმწიფოს რეაგირება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლების რეფორმის პრეზენტაციისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, უმეტეს შემთხვევაში შენობა-ნაგებობები არ არის სათანადო მდგომარეობაში.
„საერთო საცხოვრებლები არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა. გამოწვევაა, ასევე, კულტურული, სპორტული თვითრეალიზებისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურა. ყველა მიმართულებით გვაქვს დეფიციტი, გამოწვევები და ამასაც სჭირდება სახელმწიფო რეაგირება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
Facebook Comments Box