პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე უმაღლესი განათლების რეფორმაზე: პროფესორ-მასწავლებლების შრომა ღირსეულად უნდა იყოს დაფასებული, აშკარად ჩანს, რომ განათლების სისტემის ძირეული რეფორმა იწყება

ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე, პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილ უმაღლესი განათლების რეფორმას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ აშკარად ჩანს განათლების სისტემის ძირეული რეფორმის დასაწყისი.

ანალიტიკოსი ყურადღებას ამახვილებს ირაკლი კობახიძის განცხადებაზე სრულ განაკვეთზე მომუშავე პროფესორების ანაზღაურების მინიმუმ 10 ათას ლარამდე ზრდაზე და აღნიშნავს, რომ პროფესორ-მასწავლებლების შრომა ღირსეულად უნდა იყოს დაფასებული.

“ეს ინფორმაცია იმიტომ გამოვყავი, რომ მიმაჩნია, პროფესორ-მასწავლებლების შრომა ღირსეულად უნდა იყოს დაფასებული. განათლების სფეროს ექსპერტი არ ვარ და დავუტოვოთ მათ ეს თემა. თუმცა, აშკარად ჩანს, რომ განათლების სისტემის ძირეული რეფორმა იწყება. სხვათაშორის, სააკაშვილის რეჟიმმა მნიშვნელოვნად დააზიანა საუნივერსიტეტო სფერო, ეს სპეციალისტებისგან გამიგია. კერძოდ, უნივერსიტეტებში პრაქტიკულად მოკლეს სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტი,” – წერს ზაალ ანჯაფარიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა