პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი ყოფილი მაღალჩინოსნების ბინების ჩხრეკაზე: კანონის წინაშე ყველა თანასწორუფლებიანია და თანამდებობა ინდულგენცია არ არის

„გამაოგნებელი და შოკისმომგვრელი“ უწოდა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა ყოფილი მაღალჩინოსნების ბინებში ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებს.

ეკა სეფაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საგამოძიებო მოქმედებები ადასტურებს იმას, რომ თანამდებობა საქართველოში პასუხისმგებლობის თავიდან არიდების საშუალება არ არის.

„გამაოგნებელი და შოკისმომგვრელია მთელი საზოგადოებისათვის, თუმცა ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორუფლებიანია და რომ თანამდებობა ინდულგენცია არ არის,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა