პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი ეუთოს განცხადებაზე: სულ რაღაც 24 საათში გამოჩნდა, რომ საქართველოს წინააღმდეგ უსამართლო ნაბიჯების მცდელობა რეალობას არ შეესაბამებოდა

ეუთოს საპარლამენტო დელეგაციის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.

მისი განმარტებით, ბოლო პერიოდში გაკეთებულმა განცხადებებმა კიდევ ერთხელ აჩვენა საქართველოს მნიშვნელობა რეგიონში. ექსპერტის შეფასებით, საერთაშორისო პარტნიორების პოზიციებმა დაადასტურა, რომ საქართველო სამხრეთ კავკასიაში სტაბილური და უსაფრთხო პარტნიორია.

„და აი ისიც — პასუხი „ჩელიაბინსკის მექანიზმზე“ და ხმა ტკბილი, „ევროპული“: „არისტოფან! არისტოფან! გეხუმრეთ კაცო!!!“. სულ რაღაც 24 საათში: ევროკავშირმა — საქართველოს ხსენება არ დამანახოთ სასანქციო სიაში; ან ვის მოუვიდა თავში ჩვენი მკვებავი საიმედო პარტნიორის მისამართით ასეთი უსამართლო მავნებლობის მცდელობა. სახელმწიფო დეპარტამენტმა: სომხეთიც მოვიარეთ და აზერბაიჯანიცო, მაგრამ სამხრეთ კავკასიაში ტურიზმის თვალსაზრისით მხოლოდ საქართველოა ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა. ამიტომ წელს სარისკოა დუბაიც და (შესაძლოა) თურქეთიც, და მით უმეტეს ისრაელი — ჩადით საქართველოში და დაისვენეთო. ასეთ რეკლამაში რამდენია გადასახდელი? რას ბრძანებთო! თქვენთვის — ყველაფერი უფასოა! ეუთო: თუ ვინმემ ისევ გაბედა სახელისუფლებო ღობეებზე გადაძრომა — მე მითხარით; თუ ვინმემ ხელისუფლებაზე ისევ იძალადა — „ვატსაპით“ დაგვირეკეთ; თუ ვინმემ პარლამენტის ბოიკოტი განიზრახა და მანდატებზე უარი თქვა — შეაჩვენეთ! სხვა დანარჩენ შემთხვევაში — დაელოდეთ ოპერატორს, ის მალე გიპასუხებთ. მადლობა ამ მრავალწლიანი მოთმინებისთვის!”—წერს დავით ქართველიშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: მოპასუხის პოზიცია არის კიდევ ერთი უსუსური მცდელობა იმისა, რომ ამ სხდომაზე არ მოხდეს პასუხის გაცემა მთავარ შეკითხვაზე, კერძოდ, 1633 რეზოლუციაზე ხელისმოწერით ნაცმოძრაობამ აღიარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული თუ ეს დანაშაული არ ჩაუდენია და ქართულ ჯარს დააბრალა ომის დანაშაულები

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სარჩელში მითითებული პოლიტიკური პარტიები 2019-2025 წლებში უშუალოდ ექვსჯერ შეეცადნენ ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლას და ამ ქმედებებს ისინი ამ მომენტისთვისაც არ ემიჯნებიან – ტყუილია, რომ პროდასავლური პარტიების აკრძალვას ვითხოვთ

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: გვინდა საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ გვარამიას პარტიის მიერ გაჟღერებული ტყუილების მხოლოდ მცირე მაგალითებზე  – ტყუილია, რომ სარჩელი არ ასაბუთებს პარტიების მიერ ისეთი ქმედებების ჩადენას, რომელიც მისი აკრძალვის საფუძველი შეიძლება გახდეს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.