პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია: მევახშეები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პოლიტიკას ტოვებენო, ყველაზე ძვირი ჩვენ გვიჯდება ხმები და ყველაზე იაფი “ოცნებასო” – სიიაფე არაფერ შუაშია, ხალხი დგას სიმართლის მხარეს

მოკლედ, ესეთი ამბებია – მევახშეები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პოლიტიკას ტოვებენო. ყველაზე ძვირი ჩვენ გვიჯდება ხმები და ყველაზე იაფი ოცნებასო, – წერს გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში. მისი განცხადებით, “მევახშეები და ხალხის მღლეტავები”, ისეთ ქველმოქმედ და ქვეყანაზე გადაყოლილ ადამიანს რომ დაუპირისპირდებიან, როგორიც ბიძინა ივანიშვილია, შედეგიც სწორედ ასეთი ექნებათ.

“მოკლედ, ესეთი ამბებია – მევახშეები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პოლიტიკას ტოვებენო. ყველაზე ძვირი ჩვენ გვიჯდება ხმები და ყველაზე იაფი ოცნებასო. სიიაფე არაფერ შუაშია, ხალხი დგას სიმართლის მხარეს, მართალია თქვენთვის, მევახშეებისთვის, ციფრებია მთავარი, მაგრამ ხალხია სიმართლის მხარეს. ეგრეა ბატონო, მევახშეები და ხალხის მღლეტავები, ქვეყანაზე გადაყოლილ და ქველმოქმედ ადამიანს რომ დაუპირისპირდებით, შედეგიც ეგ გექნებათ, რაც გაქვთ. ხო, ის კიდევ, ჩვენთან პოლიტიკური სიმძიმის ცენტრი, ბიძინაა ივანიშვილი, თქვენთან კიდევ თაზო დათუნაშვილი. უფსკრულივით სხვაობას კი გრძნობთ ალბათ.” – წერს გამსახურდია.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა