პოლიტიკა

ქართველიშვილი სანაიას დაკავების კადრებზე: ბევრი მეტყვის რაღა დროს ნაცების შედარებააო, მაგრამ არც ერთ ერს არ აქვს მომავალი, რომელიც წარსულს დაივიწყებს – სანაიაც ამიტომ არის დიდ გულზე, მომღიმარი. იცის, რომ არავინ ზედმეტად არ შეეხება და აგზავნის ჰაეროვან კოცნებს

ბევრი მეტყვის რაღა დროს ნაცების შედარებააო, მაგრამ არც ერთ ერს არ აქვს მომავალი, რომელიც წარსულს დაივიწყებს. დიახ, უნდა გავიხსენოთ და შევედაროთ, სად ვიყავით და სად ვართ ახლა. სანაიაც ამიტომ არის დიდ გულზე, მომღიმარი. იცის, რომ არავინ ზედმეტად არ შეეხება, არავინ მის უფლებებს არ დაარღვევს და ამიტომ აგზავნის ჰაეროვან კოცნებს, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი, დავით ქართველიშვილი ჟურნალისტ, ვახო სანაიას დაკავების კადრებს.

ქართველიშვილი აღწერს ვახო სანაიას დაკავების მომენტს და ხაზს უსვამს იმ რადიკალურ განსხვავებას, რომელიც „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებებს შორისაა.

„კარგად მინდა ნახოთ ეს ვიდეო, აქ ასახულია კრიმინალი ვაი ჟურნალისტის, სიბინძურის პროპაგანდისტის – ვახო სანაიას დაკავება. კარგ ხასიათზეა, იღიმის და კოცნას უგზავნის ცოლს, რომელიც თავის მხრივ ვიდეოს იღებს, შემდეგ ლაღად ავრცელებს და ასე სიცილ ხარხარში მიჰყავთ იზოლატორში. ამ ნაძირალამ, სხვათა შორის, სასამართლო დარბაზშიც იუზრდელა, შეურაცხყოფა მიაყენა ყველას და ბოლოს გარემონტებულ ციხეში წავიდა, სადაც არ მოაკლდება არაფერი! ვიდეოს მეორე მხარეს არის წინა ხელისუფლების, უფრო სწორად რეჟიმის დროს ადამიანთა დაკავების ფორმები, როდესაც ცემით სულს ხდიდნენ დასაპატიმრებელ პირს, ხშირად დაკავების დროს კლავდნენ და აწამებდნენ ადამიანებს. ბევრი მეტყვის რაღა დროს ნაცების შედარებააო, მაგრამ არც ერთ ერს არ აქვს მომავალი, რომელიც წარსულს დაივიწყებს. დიახ, უნდა გავიხსენოთ და შევედაროთ, სად ვიყავით და სად ვართ ახლა. სანაიაც ამიტომ არის დიდ გულზე, მომღიმარი. იცის, რომ არავინ ზედმეტად არ შეეხება, არავინ მის უფლებებს არ დაარღვევს და ამიტომ აგზავნის ჰაეროვან კოცნებს. ხანდახან ვფიქრობ, ახია ამ უსამშობლოებზე, ზუსტად ისე მოექცე, როგორც ექცეოდნენ ხალხს იმ ხელისუფლების წარმომადგენლები, ვისი დაბრუნებაც ასე ძალიან უნდათ…“- წერს დავით ქართველიშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა