ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ მედია: სომხეთში ოპოზიციური პარტიის „ძლიერი სომხეთის“ ლიდერი, სამველ კარაპეტიანი დააკავეს დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი13°C
  • ბათუმი15°C
  • ქუთაისი13°C
  • რუსთავი15°C
  • ზუგდიდი13°C
  • თელავი14°C
  • გორი13°C
  • ახალციხე10°C
  • ოზურგეთი14°C
  • ამბროლაური11°C
  • მესტია5°C
  • ფოთი15°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 5 ნოემბერი
  • USD2.5958−0.0012
  • EUR2.9198+0.0151
  • GBP3.4991+0.0160
  • TRY0.0519
  • 100 RUB3.1727−0.0110
  • AZN1.5272−0.0007
  • 1000 AMD7.2030−0.0033
  • 10 UAH0.5699+0.0011
ამბავიეკონომიკა115 ნახვა

უნივერსამის” დამფუძნებელი იოსებ ღუდუშაური: პირველადი მოხმარების საქონელი 6 პროცენტამდე ფასნამატით იყიდება, მისი თვითღირებულების ხარჯი 17 პროცენტია – სხვა, მაგალითად, ღვინოდან მიღებული “ქეშბექით” თუ არ დავაბალანსე, ღვინო გაგვიიაფდება და შაქარი გაგვიძვირდება

უნივერსამის” დამფუძნებელი იოსებ ღუდუშაური: პირველადი მოხმარების საქონელი 6 პროცენტამდე ფასნამატით იყიდება, მისი თვითღირებულების ხარჯი 17 პროცენტია – სხვა, მაგალითად, ღვინოდან მიღებული “ქეშბექით” თუ არ დავაბალანსე, ღვინო გაგვიიაფდება და შაქარი გაგვიძვირდება

“”უნივერსამის” დამფუძნებელმა, იოსებ ღუდუშაურმა, სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, იმ პროდუქტების შესახებ ისაუბრა, რომლებსაც “ქეშბექი” არ აქვს და მინიმალური ფასნამატით იყიდება.

ღუდუშაურის განმარტებით, აღნიშნული პროდუქტების თვითღირებულების ხარჯის დასაბალანსებლად, სხვა პროდუქციის “ქეშბექს” იყენებს, სხვა შემთხვევაში, მისი თქმით, პირველადი მოხმარების ნივთები გაძვირდებოდა.

“პროდუქციაში, რომელსაც “ქეშბექი” არ აქვს და აქვს მინიმალური ფასნამატი, შედის სიგარეტი და ის პირველადი მოხმარების საქონელი, რომელიც 6 პროცენტამდე ფასნამატით იყიდება დღესდღეობით სუპერმარკეტებიდან. 6 პროცენტით გაყიდული პროდუქციის თვითღირებულების ხარჯი მაქვს 17 პროცენტი – მე ეს სხვა, მაგალითად, ღვინოდან მიღებული “ქეშბექით” თუ არ დავაბალანსე, მივიღებთ სურათს, რომ ღვინო გაგვიიაფდება და შაქარი გაგვიძვირდება. ანუ, მე ამ “ქეშბექს” ვხმარობ წმინდა შემოსავალში და ვაკლებ ჯამურად ფასს. პროცენტს ვერ კონკრეტულად იმ ღვინოზე ავსახავ თუ არა, დაზუსტებით გიპასუხებთ რომ – არა. მე რომ შაქრის გაყიდვიდან ხარჯი მაქვს 17 პროცენტი, შაქარს 17 პროცენტს ვერ ვამატებ და რაღაცით უნდა დავიბალანსო. სხვა შემთხვევაში, ღვინო გაგვიიაფდება 20%-ით და შაქარი გაგვიძვირდება 10%-ით, იმიტომ, რომ იქ “ქეშბექი” არ არსებობს, იმის ფასნამატი არის 5-6 პროცენტი, მათ შორის, სიგარეტზე და ჩვენ სხვადასხვა პროდუქციიდან მიღებული მარკეტინგული შემოსავლით, სუბსიდირებას ვუწევთ იმ პირველადი მოხმარების საქონელს,” – განაცხადა ღუდუშაურმა.