პოლიტიკა

AFD ბუნდესტაგს კითხვებით მიმართავს – საქართველოში მოქმედი რომელი არასამთავრობო ორგანიზაციები იღებენ მხარდაჭერას ფედერალური მთავრობისგან და ჩართულია თუ არა გერმანიის საელჩო ან ელჩი არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ოპოზიციასთან თანამშრომლობაში

AFD ბუნდესტაგს კითხვებით მიმართავს – საქართველოში მოქმედი რომელი არასამთავრობო ორგანიზაციები იღებენ მხარდაჭერას ფედერალური მთავრობისგან და ჩართულია თუ არა გერმანიის საელჩო ან ელჩი არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ოპოზიციასთან თანამშრომლობაში

პარტიის “ალტერნატივა გერმანიისთვის” (AfD) საპარლამენტო ჯგუფმა გერმანიის ფედერალურ მთავრობას საქართველოსთან დაკავშირებით ახალი სადეპუტატო კითხვებით მიმართა, რომელიც ფედერალური მთავრობის მიერ საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერას ეხება.

კერძოდ, პარტია AfD-ის საპარლამენტო ჯგუფი დაინტერესებულია იმ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობით (NGO), რომლებიც საქართველოში მოქმედებენ და რომლებსაც გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ 2020 წლიდან მოყოლებული პირდაპირ ან ირიბად დაუჭირა მხარი.

ამის გასარკვევად, დეპუტატებმა წარმოადგინეს საპარლამენტო კითხვები. მათ სურთ გაიგონ, რა მიზანი და ამოცანები ჰქონდა ამ მხარდაჭერას, რამდენი თანხა დაიხარჯა და კონკრეტულად რა პროექტები განხორციელდა. ასევე, აინტერესებთ, რომელი არასამთავრობო ორგანიზაციები არიან დაახლოებული ხელისუფლებასთან, რომელი ოპოზიციასთან და რა დონეზე არის გერმანიის საელჩო ჩართული ამ თანამშრომლობაში.

“გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) GmbH-ს სხვადასხვა ქვეყანაში გარკვეული პროექტების განხორციელება დაავალა. საქართველოში GIZ ძირითადად გერმანიის სამინისტროებისა და ევროკავშირის დავალებით მოქმედებს. ამის ფარგლებში ხდება სხვადასხვა პროექტის დაფინანსება. გერმანულ-ქართული პროექტების ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა პროექტი სახელწოდებით “კარგი მმართველობა“ .

ჩვენ ფედერალურ მთავრობას ვუსვამთ შეკითხვებს:

ამჟამად, საქართველოში მოქმედი რომელი არასამთავრობო ორგანიზაციები იღებენ პირდაპირ ან ირიბად ფედერალური მთავრობის მხარდაჭერას GIZ-ის პროექტების ან სხვა გზით?

საქართველოში მოქმედი რომელი არასამთავრობო ორგანიზაციები იღებდნენ 2020-დან 2024 წლამდე პირდაპირ ან ირიბად ფედერალური მთავრობის მხარდაჭერას GIZ-ის პროექტების ან სხვა გზით?

რა მიზნითა და მიზნობრიობით ხდებოდა ან ხდება აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერა?

რა თანხებით ხდებოდა ან ხდება მხარდაჭერა?

ამჟამად რომელი კონკრეტული პროექტები ფინანსდება ფედერალური მთავრობის მიერ საქართველოში, განსაკუთრებით GIZ-ის “კარგი მმართველობის” პროექტის ფარგლებში?
ჩართულია თუ არა გერმანიის საელჩო ან გერმანიის ელჩი GIZ-ის ან სხვა მსგავსი მხარდაჭერის ფორმატების თანამშრომლობაში საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, და თუ კი, რა ფორმით?

ფედერალური მთავრობის ცნობით, გერმანიის ფედერალური მთავრობის მიერ პირდაპირ ან ირიბად მხარდაჭერილი რომელი არასამთავრობო ორგანიზაციები არიან დაახლოებული საქართველოს ოპოზიციასთან და რომელი საქართველოს მთავრობასთან?

2020-დან 2025 წლამდე, ფედერალური მთავრობის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების ფარგლებში, ხდებოდა ან ხდება თუ არა გარკვეული მედიასაშუალებების მხარდაჭერა რაიმე ფორმით და თუ კი, რა თანხებით?”, – აღნიშნულია AFD-ის საპარლამენტო ჯგუფის მიმართვაში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა