ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის, ლილი გელაშვილის განცხადებით, სუს-ში მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით უახლოესდღეებში თავად ყოფილი პრემიერ-მინისტრი გააკეთებს განცხადებას.
როგორც ადვოკატი ინტერპრესნიუსთან აცხადებს, სუს-ში ჩატარებული ბრიფინგი არის ზოგადი და მოითხოვს კონკრეტიკას, რაზედაც საზოგადოებას ინფორმაციას ირაკლი ღარიბაშვილი ადვოკატებთან ერთად მიაწვდის.
„გამოძიების ამ ეტაპზე, კომენტარის გაკეთებისგან თავს შევიკავებ, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ უახლოეს დღეებში თავად ირაკლი ღარიბაშვილი და მისი ადვოკატები აუცილებლად გავაკეთებთ განცხადებას. ამ საქმესთან დაკავშირებით, ბრიფინგი, რომელიც ჩატარდა, არის ზოგადი, მოითხოვს კონკრეტიზაციას და ამ კონკრეტიზაციაზე ინფორმაციას აუცილებლადმოგაწვდით უახლოეს დღეებში“,- აცხადებს ადვოკატი.
„ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, ელოდება თუ არა მომდევნო დღეებში ყოფილი პრემიერ-მინისტრის დაკავებას, თუ არ იქნებააღნიშნული ღონისძიება გამოყენებული, რადგან მან ითანამშრომლა გამოძიებასთან, ადვოკატი პასუხობს:
„საინტერესოა, რას ვეძახით გამოძიებასთან თანამშრომლობას. როგორც ვთქვი, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დეტალების კომენტარებისგან თავს შევიკავებ. ჩვენ იმასაც არ ველოდებოდით, რაც მოხდა, არა თუ მის [ირაკლი ღარიბაშვილის] დაკავებას“,- აცხადებს ადვოკატი.
კითხვაზე, აღიარებს თუ არა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტს, ადვოკატი პასუხობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი წლების განმავლობაში ბიზნესმენი იყო და ფინანსებს მართავდა – ბრალი ამ ეტაპზე არ წარსდგენია.
„რა ქმედებებს? გარკვეული თანხის არსებობასთან დაკავშირებით კი, ბატონო. წლების განმავლობაში ირაკლი ღარიბაშვილი იყო ბიზნესმენი, რაც საზოგადოებისთვისაც ცნობილია და, რა თქმა უნდა, ის მართავდა გარკვეულ ფინანსებს.
ირაკლი ღარიბაშვილი მოწმის სახით იყო დაკითხული. მას ბრალი არ წარსდგენია. გამოძიება და პროკურატურაც უნდაჩამოყალიბდეს, თუ ბრალის როგორ ფორმულირებას შემოგვთავაზებენ. აუცილებლად ვისაუბრებთ ყველა დეტალზე, ძალიანმალე“,- აცხადებს ადვოკატი.
ადვოკატის თქმით, ღარიბაშვილი დღეს გამოიკითხა მოწმის სახით.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ როგორც ქმედების დაკვალიფიცირების, ასევე აღკვეთის ღონისძიების შერჩევის საკითხზე გამოძიება მომდევნო დღეების განმავლობაში იმსჯელებს. სუს-ში ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ღარიბაშვილი დღეს გამოიკითხა და მან აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღება.