არ არის აუცილებელი საათში ერთხელ საკუთარი “ბრძნული აზრების” ფრქვევა მაშინ, როდესაც სიმართლის 15 %- იც არ არის ცნობილი. მოთმინება რჩეულთა და ბრძენთა ხვედრია, სულსწრაფობა-მდაბიოთა,-ამის შესახებ ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში წერს.
„რადგან ჩემთანაც კი, კომენტარზე რეკავენ ისეთი ოპოზიციური არხები, რომლებსაც თავად ვყავარ “გამოჭენებული” ქარდებში, როგორც “ოცნების” პროპაგანდისტი და თანაც მეუბნებიან,რომ სიტყვას არ ამოჭრიან, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ დაწყებულია “ჩვენს ფლანგზე” “კბილის მოსინჯვის” პროცესი.
ვინც ოდნავ ჩახედულია პიარში იცის, რომ კრიზისების დრო საუკთესოა რებრენდინგისთვის, “ძველი -ახალი” სახეებით ჩანაცვლებისთვის, მითუმეტეს, როცა ოპოზიციური ფლანგი,უსამშობლოთა კოჰორტა განფენილია ევროპასა და აშშს ველებზე და სანუკვარ მომენტს ელოდება, როდესაც ქართველი ხალხი ვიზალიბერალიზაციას დაემშვიდობება, ხოლო ჩასაფრებული გიენები საბოლოო ლახვარს ჩასცემენ სისხლიდან დაცლილ ქართველებს! აი ამ დროს კი საჭიროა, “ნწ,ნწ,ნწ ძახილი, ეს რა გვჭირს ჩვენს რიგებში, ყველაფერი იმდენად ცუდათ არის, რომ იქნებ და ღირდეს ჯერ სპიკერობა, შემდეგ ექსპერტობა და ბოლოს იმ ხალხის რიგებში დგომა, რომელიც ევროპულ დოტაციაზეა. (რაღაცას მაინც გადმომიგდებენ) ეჭვი “მურტალი” რამ არის!
ყველა დიდი ომების და ბრძოლების მიზეზი უნდობლობა და ეჭვია. ზუსტად ეს პროცესი მიდის ახლა. გარემოება და შექმნილი ტყუილ-მართალში აზელილი ლეგენდა საოცრად უწყობს ხელს პროცესს: 1. “ოცნების” რიგებში ქაოსია 2.ბიუჯეტიდან არნახული ქურდობა ფიქსირდება 3. თურმე ქვეყანა კი არა, დიდი ნარკოკარტელის პარკინგი ვყოფილვართ 4. ხალხში იმედგაცრუებაა 5. სპორტული ფედერაციებიც კი ქურდობენ 6.ზოგი მამაო მიტინგზეა,ზოგი აშშ-ში 7. ჩავარდნილი ტენდერები ხელისუფლების პასუხისმგებლობაა 8. ციხეები გადაივსო ახალგაზრდებით 9. ” ჩაგრული მომიტინგეებია “”კარწინკა” დასავლეთისთვის გამზადებულია 10. და რაც მთავარია!!! მიუხედავადა გახშირებული ბრიფინგების, ინფორმაცია მწირია,შესაბამისად ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს!!!!
ეს 10 პუნქტი საკმარისია მერყევი ელემენტების გადმოსაბირებლად და ახალი ბზარების გამოსაწვევად. არასოდეს არ შეიძლება მოდუნება და მტრის ჯეროვნად არ შეფასება! უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ რეალურად არა ოციოდე ეგზალტირებული, გზააბნეული ახალგაზრდა გვებრძვის, არამედ კარგად გაწვრთნილი და დაფინანსებული აგენტურული ქსელი, რომელიც ტოლს არ დაუდებს აბვერს! ყოველი დღე რისკის მატარებელია, რადგან გაღრმავებული კრიზისი სამთავრობო ძველ და ახალ წარმომადგენლებს შორის, აჩენს ნიჰილიზმს მოსახლეობაში, რაც საუკეთესო ნიადაგია მტრისთვის!
ახლა შევხედოთ რეალურ სურათს: 1. საქართველო ხდება ეკონომიკური ჰაბი 2. ჩვენი ქვეყანა ლიდერია ამიერკავკასიულ ანკლავში 3. აზიური და არაბული ინვესვესტიციები წელში გამართავს ქვეყანას 4. გახარიამ საბოლოოდ “გააპრავა” პარლამენტის ლეგიტიმაცია 5. საქართველოს მთავრობა ღირსეულად არის წარმოდვენილი ეკონომიკურ და ბიზნეს ფორუმებზე,როგორც მიმღები მხარე 6.ქვეყანა არნახული ტემპებით ებრძვის ნარკორეალიზატორებს 7. კორუფციასთან ბრძოლა ზენიტშია 8. ხდება ძველი და ახალი აგენტურული ქსელების გამოვლინება 9. სუსი,შსს და პროკურატურა ერთიან ფრონტად იბრძვიან და რაც მთავარია!!!!!! 10. დღე-დღეზე მოხდება “ნაციონალების” და მათი სატელიტი პარტების აკრძალვა! ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ყველაზე უპრიანი იქნება, თავი დავანებოთ ნაადრევი დასკვნების გაკეთებას, დავიცვათ უდანაშაულობის პრეზუმფცია, არ შევიქმნათ ხატი და მიუხედავად პირადი სიმპატიების და ანტიპატიების ვიფიქროთ ქვეყნის კეთილდღეობაზე. ძნელია? არა, იმ შემთხვევაში, თუ თავს დავანებებთ მარჩიელობას და ყველა ჩვენს საქმეს მივხედავთ. არ არის აუცილებელი საათში ერთხელ საკუთარი “ბრძნული აზრების” ფრქვევა მაშინ, როდესაც სიმართლის 15 %- იც არ არის ცნობილი. მოთმინება რჩეულთა და ბრძენთა ხვედრია, სულსწრაფობა-მდაბიოთა. ჩემი, როგორც პოლიტოლოგის აზრია, რომ პროცესი მძიმე,მაგრამ მართვადია. პირადად პრემიერი, შსს,სუსი და პროკურატურა ერთიანი ფრონტით იბრძვის. წინა მთავრობის გადაცდომები კატასტროფული და დამაზიანებელია როგორც ეკონომიკურად, ასევე მორალურად.
P.S. ერთი რჩევა მაქვს, იმის გამო რომ ნაქურდალის გამოვლენის პროცესი ძალიან მტკივნეულად გადის მოწყვლადი ჯგუფების ფსიქიკაზე არ იქნებოდა ურიგო ნაქურდალი მილიონების ხარჯზე მნიშვნელოვნად გავზარდოთ პენსიები. ყველას გამძლეობას და წინსვლას გისურვებთ, სწორ გზაზე ვდგავართ! საქართველო უპირველეს ყოვლისა!











