ამჯერად ციხე მთლიანად გავსებული დამხვდა. ბევრად მეტი ბადრაგი დამყვება ვიდრე ადრე, ეტყობა ეშინიათ სხვები არ შემოვიერთო საკნიდან და რევოლუცია არ მოვაწყო – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი რუსთავის ნომერ მეთორმეტე პენიტენციურ დაწესებულებიდან გამოგზავნილ წერილში წერს.
მისი თქმით, საკანში ტელევიზიორი აქვს, თუმცა ის მხოლოდ რუსულ არხებს აჩვენებს.
„და კიდევ ერთი ძალიან ნიშანდობლივი მომენტი, საკანში ტელევიზორში მარტო რუსული არხები მაქვს თუ არ ჩავთვლით ერთ აზერბაიჯანულ არხს. დერეფანში კი პატიმრების მოძრაობაზე უზარმაზარი საცობებია.
ძალიან ბევრი ჩემი მხარდამჭერის გამოხმაურება იყო და ყველას დიდი მადლობა”- წერს სააკაშვილი.
Facebook Comments Box











