პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: რადიკალებმა ბრიუსელიდან მიიღეს წერილი, რომელიც მედიამ 15:00 საათზე გაავრცელა და 15:10 საათისთვის რადიკალებმა სიტყვა-სიტყვით წაიკითხეს მიტინგზე პირდაპირ ეთერში. საწყალი აგენტები – მათ ვერც კი გაბედეს მიღებული დავალების ტექსტში ერთი სიტყვის შეცვლა

“ხალხის ძალის” საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი, ეკა სეფაშვილი, სოციალურ ქსელში „პრაიმ ტაიმის“ მიერ გავრცელებულ იმ დოკუმენტს აქვეყნებს, რომელიც, ადგილობრივ ოპოზიციას ბრიუსელიდან ევროკავშირის კონკრეტულმა მაღალჩინოსნებმა გამოუგზავნეს და მისი ტექსტი უცვლელად წაიკითხა ბრიფინგზე ოპოზიციონერმა აქტივისტმა, ლევან ჯობავამ.

სეფაშვილის განცხადებით, “საწყალმა “პროტესტანტებმა” ანუ აგენტებმა” მიღებული დავალების ტექსტში ერთი სიტყვის შეცვლაც კი ვერ გაბედეს, თავად ფაქტი კი საზღვარგარეთიდან მარიონეტების მართვის ნათელი მაგალითია.

“დღეს ეს წერილი რადიკალებმა ბრიუსელიდან მიიღეს, რომელიც მედიამ – Prime Time-მა – 15:00 საათზე გაავრცელა და 15:10 საათისთვის რადიკალებმა ის სიტყვა-სიტყვით წაიკითხეს მიტინგზე, რაც ქართული ტელეარხის (რუსთავი 2 – წუთი 15.11) პირდაპირ ეთერში გავრცელდა. საწყალი “პროტესტანტები” ანუ აგენტები – მათ ვერც კი გაბედეს მიღებული დავალების ტექსტში ერთი სიტყვის შეცვლაც კი! ძალიან ნათელი მტკიცებულება იმისა, თუ როგორ მართავენ ამ მარიონეტებს საზღვარგარეთიდან!” – წერს ეკა სეფაშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა