პოლიტიკა

გიორგი ქობულია გახარიას დაკავებაზე- „ჩემში ეს იწვევს შეგრძნებას, რომ ის დრო დგება, როდესაც ხელისუფლებამ შეიძლება ადამიანს ნებისმიერი რამ დააბრალოს“ 

“ჩემ­ში ეს იწ­ვევს შეგ­რძნე­ბას, რომ ის დრო დგე­ბა, რო­დე­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ანს ნე­ბის­მი­ე­რი რამ და­აბ­რა­ლოს“,- ასე აფა­სებს ეკო­ნო­მი­კის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი გი­ორ­გი ქო­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, “გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ ლი­დე­რის, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას მი­მართ სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნის და­წყე­ბას.

რო­გორც გი­ორ­გი ქო­ბუ­ლი­ამ “პა­ლიტ­რა­ნი­უ­სი­სა“ და რა­დიო “პა­ლიტ­რას“ გა­და­ცე­მა­ში “საქ­მე“ გა­ნა­ცხა­და, მისი აზ­რით, ეს არა პო­ლი­ტი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბა, არა­მედ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პი­რა­დი წყე­ნა შე­იძ­ლე­ბა იყოს.

“მე ამ ფაქ­ტით, გუ­შინ რა­საც მო­ვუს­მი­ნე, საკ­მა­ოდ შეშ­ფო­თე­ბუ­ლი და შე­წუ­ხე­ბუ­ლი ვარ. ეს გა­მოწ­ვე­უ­ლია არა იმით, რომ მე გა­ხა­რი­ას­თან ვთა­ნამ­შრომ­ლობ­დი, მერე დავ­შორ­დით და მე არა­ნა­ი­რად არ გა­მოვ­დგე­ბი გა­ხა­რი­ას დამ­ცვე­ლად, არც ამის სურ­ვი­ლი არ მაქვს.

ჩემ­ში ეს იწ­ვევს შეგ­რძნე­ბას, რომ ის დრო დგე­ბა, რო­დე­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ შე­იძ­ლე­ბა ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს ნე­ბის­მი­ე­რი რამ და­აბ­რა­ლოს. მე არ ვარ ამ საქ­მე­ში ჩა­ხე­დუ­ლი, მე გე­უბ­ნე­ბით ჩემ შეგ­რძნე­ბას, რომ ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც პარ­ლა­მენ­ტი და­იც­ვა თა­ვის დრო­ზე, 20 ივ­ნისს, რო­მე­ლიც გმი­რად იყო გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი, და­წი­ნა­ურ­და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პო­ზი­ცი­ა­ზე და თურ­მე, დღეს 13 წლით ცი­ხე­ში უნდა გა­უშ­ვან იმი­ტომ, რომ თვა­ლი და­თხა­რა ხალ­ხს.

ფაქტია, 6 წელის განმავლობაში თურმე გმირი იყო, ახლა არ ყოფილა. მეორე ბრალდებაში, ნუთუ დავიჯერებთ, რომ გახარია ადგა და საგუშაგოები ჩადგა იქ ყველას დაუკითხავად?! რთული დასაჯერებელია. არ ვიცი, სასამართლო განიხილავს.

ეს პოლიტიკური ანგარიშსწორებაც არ არის, გახარიას და მისი გუნდის რეიტინგი კი ვნახეთ, როგორ არის დაცემული, არ მგონია ის დიდად პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს წარმოადგენდეს. ეს ჩემში იწვევს იმის შეგრძნებას, რომ ეს არის პირადული, შეიძლება იგივე “ქართულ ოცნების“ ხელმძღვანელის ბიძინა ივანიშვილის წყენაზე აგებული ისტორია“,- განაცხადა გიორგი ქობულიამ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა