პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: იტალიური გამოცემა Verita-ს ცნობით, უკრაინის ენერგეტიკულ სექტორში კორუფციული სკანდალი მოსალოდნელი იყო, როგორც ჩანს, ამ ფაქტის მიხედვითაც, უკრაინა საქართველოზე გაცილებით წინ არის ევროინტეგრაციის გზაზე

ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებას „უკრაინა და მოლდოვა საქართველოზე გაცილებით წინ არიან“ პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება და იტალიური გამოცემა Verita-ს მიერ გამოქვეყნებული სტატიის შესახებ წერს. მისი თქმით, იტალიური გამოცემა Verita იუწყება, რომ უკრაინის ენერგეტიკულ სექტორში კორუფციული სკანდალი მოსალოდნელი იყო და როგორც ჩანს, ამ ფაქტის მიხედვითაც, უკრაინა საქართველოზე გაცილებით წინ არის ევროინტეგრაციის გზაზე.

„იტალიური გამოცემა Verita-ს ცნობით, უკრაინის ენერგეტიკულ სექტორში კორუფციული სკანდალი მოსალოდნელი იყო, რადგან ევროპული ქვეყნები ერთ-ერთ ყველაზე კორუმპირებულ ქვეყანას აფინანსებდნენ, ხოლო ვოლოდიმირ ზელენსკის გარემოცვა ევროპული სახსრებით ძვირადღირებულ ოქროს სააბაზანოს ნივთებს ყიდულობდა. როგორც ჩანს, ამ ფაქტის მიხედვითაც არის უკრაინა საქართველოზე გაცილებით წინ ევროინტეგრაციის გზაზე.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ეს სკანდალი ჰგავს იტალიაში 1990-იან წლებში განვითარებულ მოვლენებს, როდესაც მაფიამ ქვეყნის უსაფრთხოების ძალებსა და პოლიტიკურ სისტემაში შეაღწია. Verita წერს, რომ უკრაინელი ჯარისკაცები აუცილებელი მარაგების მწვავე დეფიციტს განიცდიან, ხოლო მშვიდობიანი მოსახლეობა ელექტროენერგიის ხშირი გათიშვის მსხვერპლია.

გამოცემისვე ცნობით, ამ ყველაფრის ფონზე ზელენსკის მეგობრები და თანამოაზრეები მდიდრდებიან ენერგომომარაგებაზე 10-15%-იანი ფასნამატის დაწესებით და მილიონობით დოლარის ქრთამის ჯიბეში ჩადებით. ეს არის კიდევ ერთი გარემოება, რომლითაც უკრაინა საქართველოზე გაცილებით წინაა ევროინტეგრაციის გზაზე. იტალიელი ჟურნალისტების თქმით, გამოძიებით გამოვლინდა, თუ როგორ სარგებლობდნენ მინისტრები და ბიზნესმენები სამხედრო კონფლიქტით, მაშინ როდესაც ევროპამ ეს მილიარდობით ინვესტიციით და საკუთარ ქვეყნებში გაზის ფასების ზრდით უზრუნველყო. გამოცემა ასევე იუწყება, რომ ზელენსკის ერთ-ერთი უახლოესი თანაგუნდელი, დაპატიმრების თავიდან ასაცილებლად, ქვეყნიდან გაიქცა და მის სახლში ოქროს უნიტაზები, ნიჟარები და ონკანები იპოვეს. Verita ამ ფუფუნებით აღსავსე ცხოვრების წესს – „მილიონობით თანამემამულის ტანჯვის ნაყოფს“ უწოდებს. P.S.: როგორც ამბობენ, ზელენსკიმ ქვეყნის ენერგეტიკული სექტორიდან სულ მცირე – 100 მილიონი დოლარი მიითვისა (რას არ მოიგონებენ),“ – წერს დავით ქართველიშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა