პოლიტიკა

პარლამენტთან ჯებირის დაზიანებისთვის დაკავებულმა საბა მეფარიშვილმა საპატიმრო დატოვა და ტელევიზორი გამოიყოლა

საბა მეფარიშვილი, რომელიც პარლამენტთან ჯებირის დაზიანების გამო დააკავეს, პენიტენციური დაწესებულება დატოვა.

მეფარიშვილმა პატიმრობის დროს მის მიერ შეძენილი ტელევიზორი თან გამოიყოლა.

დღეს ასევე, გათავისფლდა ომარ ოკრიბელაშვილიც, რომელმაც საპატიმროდან მაცივრით გამოვიდა.

მეფარიშვილი ომარ ოკრიბელაშვილთან ერთად 2024 წლის 14 მაისს, საპროტესტო აქციაზე დააკავეს. დაკავებულებს გამოძიება პარლამენტის შესასვლელთან რკინის დამცავი ჯებირის დაზიანებას ედავებოდა. 2025 წლის 20 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მათ საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ, რის შემდეგაც ოკრიბელაშვილსა და მეფარიშვილის მოსამართლე ნათია გუდაძემ სასჯელის სახედ 3 წელი განუსაზღვრა, თუმცა 2024 წლის 17 სექტემბრის ამნისტიის შედეგად, მათ ეს სასჯელი 2,5 წელი გაუხდათ. აქედან მსჯავრდადებულებმა 1,5 წელი რეალური სასჯელი მოიხადეს, 1 წელი კი პირობითი სასჯელი განესაზღვრათ, შესაბამისად ორივე მათგანმა პენიტენციურ დაწესებულება საპროცესო შეთანხმებიდან 10 თვეში დატოვეს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა