პოლიტიკა

ჩვენ ტექსტს ვერ დავწერდით, თუ მართლა ვიღაც უწიგნური გგონივართ?! – ოპოზიციის ლიდერები ბრიუსელიდან გამოგზავნილი ბრიფინგის ტექსტის შესახებ

ოპოზიციის ლიდერები ბრიფინგის ტექსტის შედგენას ერთმანეთს აბრალებენ. ისინი „ქრონიკის“ კითხვებს ურთიერთგამომრიცხავი არგუმენტებით პასუხობენ.

„რაში გვჭირდება ვიღაცის დაწერა, ჩვენ შესაბამის ტექსტს ვერ დავწერდით?! თუ მართლა ვიღაც უწიგნური გგონივართ?! ეგ წერილი დავწერეთ ჩვენ, ვინც ვიყავით იქ და პოლიტიკურმა პარტიებმა“, – განაცხადა მოძრაობა „თავისუფლების მოედნის“ დამფუძნებელმა ლევან ცუცქირიძემ.

„წერილი დაიწერა ერთობლივად. ყველამ, ვინც აქ იდგა, ერთობლივად მიიღო მონაწილეობა ამ წერილის დაწერაში. საიდან გაჩნდა საერთოდ ეს ინგლისური ვერსია, თან შეცდომებით არის დაწერილი. ბრიუსელი ეგეთ ტექსტს ვერ გამოაგზავნიდა. სცენაზე ვინც იდგა და ბრიფინგი გააკეთა ყველა ჩართული იყო ამ პროცესში“, – განაცხადა კოალიცია „ახალი“-ს წევრმა გიორგი ბუტიკაშვილმა.

„განცხადების ტექსტი არის შედგენილი იმ ადამიანების მიერ, რომლებიც რუსთაველზე იდგნენ. ტექსტის შემუშავებაში მონაწილეობა არ მიგვიღია. Facebook-ზე ვნახე, რომ გიგა ლემონჯავამ დაწერაო“, – განაცხადა კოალიცია „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ირაკლი ფავლენიშვილმა.

Prime Time-ის ინფორმაციით, ბრიუსელიდან მათ მიაწოდეს დოკუმენტი, რომელიც ადგილობრივ ოპოზიციას ევროკავშირის კონკრეტულმა მაღალჩინოსნებმა გაუგზავნეს. აცხადებდნენ, რომ აღნიშნულ ტექსტს რამდენიმე წუთში რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები უცვლელად წაიკითხავდნენ.

ამასთან, რამდენიმე წუთის შემდეგ პარლამენტთან ჩატარდა რადიკალური ოპოზიციის ბრიფინგი, რომელზეც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ლევან ჯობავამ აღნიშნული ტექსტი წაიკითხა და აღნიშნა, რომ მას სამოქალაქო ორგანიზაციების, საპროტესტო ჯგუფების, პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტპატიმრების წარმომადგენლების სახელით კითხულობდა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა