პოლიტიკა

დემოკრატების გამარჯვებების ფონზე, ტრამპი ბანანზე, ყავასა და სხვა პროდუქტებზე ტარიფებს ამცირებს

ტრამპის ადმინისტრაციამ ზოგიერთი საკვები პროდუქტის იმპორტზე საბაჟო ტარიფების გადახედვის გადაწყვეტილება მიიღო, ნათქვამია თეთრი სახლის ვებგვერდზე. მათ შორის არის ყავა, ჩაი, კაკაო, სანელებლები, ბანანი, ფორთოხალი და საქონლის ხორცი. მათზე არ გავრცელდება „ურთიერთშეთანხმებული“ ტარიფები, თუმცა ბრძანება საქონელს სრულად არ ათავისუფლებს გადასახადისგან.

სააგენტო Reuters-ი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ეს გადაწყვეტილება დემოკრატების გამარჯვებებს მოჰყვა, რომელსაც მათ მიაღწიეს ნიუ-იორკში, ვირჯინიასა და ნიუ-ჯერსიში. როგორც სააგენტო აღნიშნავს, ამ შტატებში პროდუქტებზე ფასების ზრდა და მოსახლეობის შეშფოთება ამ საკითხთან დაკავშირებით, საარჩევნო კამპანიის ძირითადი თემა აღმოჩნდა.

როგორც CNN-ი იუწყება, ტრამპის ადმინისტრაცია ცდილობს, ფასების ზრდა შეაკავოს. ტელეარხი აღნიშნავს, რომ ტრამპის თანამდებობის დაკავებიდან მოყოლებული, მრავალ პროდუქტზე ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა:

ყავის ღირებულება წინა წელთან შედარებით თითქმის 20%-ით გაიზარდა. სტეიკი 17%-ით გაძვირდა. ბანანი — 7%-ით.

სურსათის მრეწველობის ასოციაციის (FMI) ხელმძღვანელი, ლესლი სარასინი მიიჩნევს, რომ ახლა „მომხმარებლების დილის ფინჯანი ყავა უფრო ხელმისაწვდომი გახდება“.

თუმცა, კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ფასების ზრდა სწორედ ტრამპის სავაჭრო პოლიტიკამ გამოიწვია. წარმომადგენელთა პალატის ფინანსური კომიტეტის დემოკრატმა, რიჩარდ ნილმა, განაცხადა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია „აქრობს ხანძარს, რომელიც თავადვე გააჩინა, და ამას პროგრესად ასაღებს“.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა