პოლიტიკა

დიმიტრი ხუდნაძე IPSOS-ის კვლევაზე: ჯობია ევროლიბერალებმა ჯერ საკუთარ საზოგადოებას მოუსმინონ, შემდეგ ასწავლონ სხვა ქვეყნის ხელისუფლებებს ჭკუა და მათ ხალხზე ზეწოლისგან თავი შეიკავონ

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ხალხის ძალის” ხელმძღვანელი დიმიტრი ხუნდაძე IPSOS-ის კვლევას მედიასთან ეხმიანება.

დეპუტატმა აღნიშნა, რომ კვლევით დასტურდება ის, რასაც დიდი ხანია ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ – ევროპელ საზოგადოებას არ მოსწონს ის პოლიტიკა, რასაც მათი მთავრობები აწარმოებენ.

“IPSOS-ის კვლევამ დაადასტურა ის, რასაც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ დასავლეთში საზოგადოება უკვე წინააღმდეგია იმ პოლიტიკის, რასაც მათი მთავრობები აწარმოებენ. საზოგადოებაში მზარდია უკმაყოფილება – თვლიან, რომ მათი ხელისუფლებები ვერ იცავენ მათ ინტერესებს. ისინი უყურებენ კორუფციას, ისმენენ დეზინფორმაციას და დემოკრატიის სიმცირის ხარისხი მათთვის თვალშისაცემია. მე ვფიქრობ, ჯობია ევროლიბერალებმა ჯერ საკუთარ საზოგადოებას მოუსმინონ, შემდეგ ასწავლონ სხვა ქვეყნის ხელისუფლებებს ჭკუა და მათ ხალხზე ზეწოლის მოხდენისაგან თავი შეიკავონ,-” განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა