სტამბოლში, სასტუმრო Harbour Suites-ი მას შემდეგ დაილუქა, რაც მასში სამი ტურისტი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ამის შესახებ თურქული ტელეარხი NTV იუწყება.
გამოცემის ინფორმაციით, სიკვდილის მიზეზი, შესაძლოა, საკვებით მოწამვლა გამხდარიყო. თუმცა, ცნობილია, რომ სასტუმრო სტუმრებს კვების მომსახურებას არ სთავაზობს და არ არის აღჭურვილი სამზარეულოთი.
სხვა ვერსიით, ტურისტების გარდაცვალება შესაძლოა ქულერის შემცველობით ან არასწორად ჩატარებული დეზინფექციის გამო მომხდარიყო. ტრაგედიის მიზეზები ამჟამად დგინდება.
სასტუმროს კიდევ ორი სტუმარი ჰოსპიტალიზებულია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
Facebook Comments Box











