მოკლედ გავაანალიზოთ – თუ რას გულისხმობს „დიპ სტეიტის“ ახალი ნარატივი, რაც არის კიდეც Ipsos-ის კვლევის მთავარი სათქმელი, რომ თითქოს დემოკრატიამ, მმართველობის ამ ფორმამ არ გაამართლა. ოლიგარქები ცდილობენ დაამტკიცონ, რომ არ გაამართლა ხალხის მიერ არჩეულმა მთავრობებმა. უფრო მეტიც, ამ სათქმელით არაფორმალური მმართველები ევროკავშირში არსებულ მძიმე სიტუაციას სწორედ ხალხის არჩევანს აბრალებენ და დამნაშავედ ისევ ხალხი გამოჰყავთ, – ვკითხულობთ ფილოსოფოს, ზაზა შათირიშვილის მიერ გამოქვეყნებულ ვრცელ წერილში.
შათირიშვილის განცხადებით, ჩანასახშივე აბსურდია მსჯელობა, რომ ევროკავშირში დემოკრატიულმა მმართველობამ არ გაამართლა, რამდენადაც თავად “ დიპ სტეიტის” მიერ დანიშნული ხელისუფლებები მართავენ ქვეყნებს.
“გამოდიან მოცემულობიდან, რომ დღეს ევროპას სერიოზული პრობლემები აქვს, რაც ცალსახაა, მაგრამ პრობლემის გამომწვევ მიზეზად მათი ვერსიის მიღება გულუბრყვილობა იქნება. ევროკავშირის ხელმძღვანელობა და ცალკეული ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობის ხელისუფლება ხალხს არ აურჩევია – ისინი სწორედ „დიპ სტეიტის“ დანიშნულ და მართულ აგენტურას წარმოადგენენ. ამიტომ, ჩანასახშივე აბსურდია მსჯელობა დემოკრატიული მმართველობის უუნარობაზე, როდესაც ხალხს საერთოდ წართმეული აქვს არჩევნის უფლება. ხალხს დააბრალო მთავრობის სისუსტე, ხოლო მმართველობის ფორმას უწოდო უფუნქციო, როდესაც მის არჩევაში და სისტემის ფუნქციონირებაში საზოგადოებას მონაწილეობა არ მიუღია – მარტივი, მაგრამ კარგად შეფუთული სატყუარაა”, – ვკითხულობთ წერილში.











