უკრაინამ თავის თავს მიხედოს, საკუთარი ქვეყანა კატასტროფულ მდგომარეობამდე მიიყვანეს. იმაზე არ ვსაუბრობ, რაც მათ ტერიტორიაზე აგრესოსრმა გააკეთა, ვლაპარაკობ იმაზე, რაც ხელისუფლებამ თავის ხალხს გაუკეთა და რასაც ყოველდღე აკეთებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარანაშვილმა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილ პოდოლიაკის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.
მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში წაყვანა მათი დღის წესრიგის ნაწილია და მივმართა საქართველოს ხელისუფლებას, მისცენ საშუალება, უკრაინაში თუ არა, სხვა ქვეყანაში მაინც გადაიყვანონ სამედიცინო მიზნებით.
„უკვე მათი მოკავშირეებიც კი ვეღარ მალავენ იმ ნარატივს, რომ ქვეყანაში აბსოლუტურად კატასტროფული, კორუფციული სიტუაციაა და ომისთვის განკუთვნილი ფულის საკმაოდ დიდი ნაწილი კერძო ჯიბეებში ილექება. მათ თავიანთ თავს მიხედონ და ჩვენ თავი დაგვანებონ – ჩვენი ჩართვა ათას უბედურებაში უნდათ და არ გამოსდით. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, იქ ჰყავდათ, რძის ნაწარმში ნუ ჩასვამდნენ, ნუ გამოგვიგზავნიდნენ და ახლაც იქ ეყოლებოდათ“, – განაცხადა შარმანაშვილმა.











