პოლიტიკა

კალიფორნიაში „სეზონის შტორმის“ დროს წყალმა ნაპირიდან ხუთი წლის გოგონა მშობლებთან ერთად ჩაითრია

მონტერეის ოლქის სანაპიროდან წყნარ ოკეანეში სამი ადამიანისგან შემდგარი ოჯახი წყალმა ჩაითრია, იუწყება Los Angeles Times.

თავდაპირველად, 20 ფუტის (6 მეტრი) სიმაღლის ტალღამ 5 წლის გოგონა წაიღო, შემდეგ კი – მისი მშობლები, რომლებიც ქალიშვილის გადარჩენას ცდილობდნენ.

სამაშველო სამსახურის მისვლისას მამა წყლიდან უკვე გარდაცვლილი ამოიყვანეს. დედა ჰოსპიტალიზებულია, ბავშვი კი, დაკარგულად ითვლება.

გარდა ამისა, ჩრდილოეთ კალიფორნიაში შტორმის მსხვერპლი 71 წლის მძღოლიც გახდა. მისი ავტომობილი Mazda CX-5 წყალმა წაიღო და ნაკადულში ჩააგდო. სააგენტო AP ასევე აღნიშნავს, რომ დაიღუპა სულ მცირე ოთხი მიგრანტი, რომლებიც მექსიკიდან კალიფორნიაში ხის ნავით ცდილობდნენ მოხვედრას.

ეს ყველაფერი  „სეზონის შტორმის“ შედეგია. ეს შტორმი დაკავშირებულია ე.წ. „ატმოსფერულ მდინარეებთან“, რომლებსაც უხვი ნალექი მოაქვს.

როგორც ჰიდროლოგმა ჯეისონ კინმა LAist-ს განუცხადა, ასეთი ნაკადების შეჩერება შეუძლებელია და „საუკეთესო, რაც შეიძლება გაკეთდეს, მათგან თავის შორს დაჭერაა“.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა