“პროვოკაციული, უხამსი და მდაბიო” – ასე პასუხობს მიხაილო პოდოლიაკი შალვა პაპუაშვილის ბრალდებებს, რომ მიხეილ სააკაშვილი ზელენსკიმ საქართველოში არეულობის მოსაწყობად გამოაგზავნა.
ზელენსკის მრჩეველის თქმით, ეს ერთი ერთში კრემლის საინფორმაციო ომის ნაწილია.
„ბატონი პაპუაშვილის ეს განცხადება, რა თქმა უნდა, პროვოკაციული და უხამსი ბრალდებაა, მაგრამ მე ვფიქრობ, ის აბსოლუტურად ზუსტად ჯდება კრემლის საინფორმაციო ომის და რუსული პოლიტიკის პარადიგმაში. მაქსიმალურად გამომწვევი, მდაბიო, აგრესიული და უსარგებლო განცხადებაა, მაგრამ სამწუხაროდ, რუსეთს კერ კიდევ აქვს რესურსი, რომ ასაზრდოოს ასეთი მარიონეტული რეჟიმები რიგ ქვეყნებში და შეეცადოს გარკვეული დროით მართოს ეს ტერიტორიები, – ამბობს პოდოლიაკი.
შეგახსენებთ, რომ შალვა პაპუაშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში სწორედ უკრაინის პრეზიდენტის დავალებით ჩამოვიდა, რადგან ქვეყანაში არეულობა მოეწყო.











