პოლიტიკა

ზაზა შათირიშვილი Ipsos-ის კვლევაზე: ეს კვლევაც, ისევე როგორც ყველაფერი, რაც დღეს ევროკავშირში ხდება – “დიპ სტეიტის” სატყუარაა და გრძელვადიან მიზნებზეა გათვლილი

ბოლო დღეებში ევროპული მასმედია აქტიურად აშუქებს ცნობილი ფრანგული კვლევითი ორგანიზაციის, Ipsos-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევას, რომლის მიხედვითაც, ევროპაში თურმე დემოკრატია ღრმა კრიზისს განიცდის, ქვეყანათა მთავრობები არ წარმოადგენენ ხალხის ხმას, კორუფცია საგანგაშო ნიშნულზეა, ხოლო, ევროკავშირის მომავალი კიდევ უფრო ბუნდოვანი და უიმედოა, – ამის შესახებ  ფილოსოფოს, ზაზა შათირიშვილის წერილში ვკითხულობთ.

შათირიშვილის განცხადებით, Ipsos-ის კვლევა “ დიფ სთეითის” სატყუარაა და ის უფრო გრძელვადიან შედეგებზეა გათვლილი.

“რთულია არ დაეთანხმო – ერთი შეხედვით, კვლევამ ევროკავშირის ყველა ფუნდამენტური პრობლემა ზედაპირზე ამოიტანა და გამოააშკარავა ის მანკიერებები, რაზეც დიდი ხანია ვსაუბრობთ. მიუხედავად ამისა – მსგავსი საკითხებისადმი ზედაპირული დამოკიდებულება, ანალიზის გარეშე მოცემულობად მიღება და მით უმეტეს, აღტაცებაიმით, რომ თითქოს, ყველაფერი გამართლდა რასაც ვამბობდით – შესაძლოა, მძიმე შედეგებით დასრულდეს ჩვენი ქვეყნისთვის, რამეთუ ეს კვლევაც, ისევე როგორც ყველაფერი, რაც დღეს ევროკავშირში ხდება – “დიპ სტეიტის” სატყუარაა და გრძელვადიან მიზნებზეა გათვლილი”,- ვკითხულობთ ზაზა შათირიშვილის წერილში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა