პოლიტიკა

„სააკაშვილის წამოყვანის საკითხზე აქტიურად ვმუშაობთ- ჩვენ მას ვთვლით უკრაინის სრულფულებიან მოქალაქედ და ამასთან, გვესმის, რომ ის საქართველოს გულია“ – პოდოლიაკი 

სააკაშვილის წამოყვანის საკითხზე აქტიურად ვმუშაობთ, – ამის შესახებ ზელენსკის მრჩეველმა “პირელებთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

პოდოლიაკის შეფასებით, სააკაშვილი უკრაინის სრულფასოვანი მოქალაქეა და ამავე დროს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ფიგურა, ამიტომ კიევი პარტნიორ ქვეყნებთან ერთად მუდმივად მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას მის გადაყვანაზე თანხმობის მისაღებად, სულ მცირე სამედიცინო მიზეზებით მაინც.

მისი თქმით, პრობლემა იმაშია, რომ სააკაშვილის თავისუფლებაზე პოლიტიკური გადაწყვეტილება პირადად რუსეთის ინტერესებზეა დამოკიდებული. პოდოლიაკის შეფასებით, ყოფილი პრეზიდენტის მძიმე მდგომარეობა პუტინისთვის პირადი ანგარიშსწორების საგანია, ამიტომ საქართველოს ხელისუფლება ამ საკითხზე დამოუკიდებლად ვერ მოქმედებს.

„რაც შეეხება შესაძლებლობას, რომ ბატონი სააკაშვილი წამოვიყვანოთ, ეს ჩვენი დღის წესრიგის ნაწილია. უკრაინა აქტიურად მუშაობს ამ საკითხზე. პრეზიდენტ ზელენსკის არაერთხელ გამოუთქვამს თავისი პოზიცია ბატონ სააკაშვილთან დაკავშირებით, რადგან ჩვენ მას ვთვლით უკრაინის სრულფულებიან მოქალაქედ და ამასთან, რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ის საქართველოს გულია. ჩვენს ევროპელ და ამერიკელ კოლეგებთან ერთად ვაკეთებთ მიმართვებს, იქნება ეს საგარეო საქმეთა სამინისტრო თუ პრეზიდენტის ოფისი. რა თქმა უნდა, ჩვენ კიდევ ერთხელ მივმართავ საქართველოს ოფიციალურ ხელისუფლებას, მოგვცენ საშუალება, ბატონი სააკაშვილი უკრაინაში თუ არა, სხვა ქვეყანაში მაინც გადავიყვანოთ სამედიცინო მიზნებით.

პრობლემა იმაშია, რომ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება ბელარუსში თუ საქართველოში შესაძლებელია თუ ისინი არ არიან პუტინის პერსონიფიცირებული მტრები, მაგრამ სააკაშვილის დაჭერა და ასეთი ტანჯვა ციხეში, ეს არის პუტინის პირადი სიამოვნება. ის იღებს სიამოვნებას იმისგან, რომ სააკაშვილი ასეთ პირობებშია. მას ამცირებენ, დასცინიან, რომ ის მუდმივად ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშაა, – ამბობს პოდოლიაკი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა