პოლიტიკა

საქართველოში ვიზიტით იმყოფება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ჯონათან ასკონასი, რომელიც „ტრამპის მარშრუტთან“ დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს

საქართველოში ვიზიტით იმყოფება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ჯონათან ასკონასი.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

„მოხარული ვართ, ვუმასპინძლოთ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს (უფროს მრჩეველს) ჯონათან ასკონასს საქართველოში. მისი ვიზიტის მიზანია, განიხილოს, როგორ შეძლებს საქართველო, მხარი დაუჭიროს „ტრამპის მარშრუტს საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის“ (TRIPP). ეს სატრანსპორტო მარშრუტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეერთებული შტატების შუამავლობით 8 აგვისტოს გამართული სამშვიდობო სამიტის შედეგია. დღეს დილით დოქტორი ასკონასი ესტუმრა საბაჟო გამშვებ პუნქტს – „სადახლო საავტომობილო“, რომლის მშენებლობა და აღჭურვა დიდწილად აშშ-ის მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი. ვიზიტის ფარგლებში ის ასევე შეხვდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მთავრობის ადმინისტრაციის, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს ინფორმაციაში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა