Uncategorized

გიორგი სოსიაშვილი საგზაო რეგულაციების გამკაცრებაზე: პარლამენტი ამ კანონს მხარს დაუჭერს, რადგან ყველაფერი მორგებული უნდა იყოს ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებაზე, მათ უსაფრთხო გადაადგილებაზე

პარლამენტი ამ კანონს მხარს დაუჭერს იმიტომ, რომ ყველაფერი მორგებული უნდა იყოს ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებაზე, მათ უსაფრთხო გადაადგილებაზე, – განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი სოსიაშვილმა საგზაო რეგულაციების გამკაცრებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, საგზაო შემთხვევების არსებული სტატისტიკის გათვალისწინებით საჭირო გახდა რეგულაციების გამკაცრება.

„ავტოსაგზაო შემთხვევების კვლევების შედეგად გამოვლენილი სიტუაცია და ცუდი მოცემულობა ერთგვარი ბიძგის მომცემი იყო იმის, რომ შეგვეტანა გარკვეული ცვლილება და პარლამენტში დაიწყება ამ კანონის განხილვა. პარლამენტი ამ კანონს მხარს დაუჭერს იმიტომ, რომ ყველაფერი მორგებული უნდა იყოს ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებაზე, მათ უსაფრთხო გადაადგილებაზე და ბუნებრივია ეს კანონიც აქეთკენ არის მიმართული“, – განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.

პარლამენტში საგზაო რეგულაციების გამკაცრების შესახებ ახალი კანონპროექტის განხილვა იწყება.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა