პოლიტიკა

„აგაოხრებთ“ – თამარ ჩერგოლეიშვილი 

„ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„ვიქტორია ნულანდი რომ მაიდანზე მივიდა, ამიტომ ხოცავენ რუსები უკრაინელებსო – რუსქოცები მესევიან.“ნულანდის ორცხობილების ბრალია რუსეთ-უკრაინის ომიო” – გუგუნებს პროპაგანდა.ანუ 1992-1993 წლებში, აფხაზეთშიც “ტორია ნულანდმა” დაარიგა ორცხობილები და: ამიტომ დაიგეგმა აფხაზეთის ომი – ამიტომ გაიცა ბრძანება რომ “ქართველების ხოცვა, მათთვის სხეულების დანაწევრება, ცხვირის, ყურების მოჭრა” ესწავლათ – რუსების მიერ! ამიტომ ხოცავდნენ ქართულად მოსაუბრე ბავშვებს, ქალებს და მოხუცებს რუსები! ამიტომ აუპატიურებდნენ წრეში 9 წლის გოგონებს, ამიტომ აუპატიურებდნენ ქართველ ქალებს საკუთარი ქმრების წინ რუსები! ამიტომ კეტავდნენ და წვავდნენ უმწეო ქართველ მოხუცებს საკუთარ სახლებში რუსები! ამიტომ ატყავებდნენ ქართველ ბავშვებს და საკუთარ ტყავში გამოხვეულებს კიდებდნენ გზისპირა ბოძებზე რუსები! 

სინამდვილეში:1992-1993 წლებში ჩვენ ვიყავით სრულიად მარტო რუსეთის პირისპირ და ამერიკას თუ რამე შეგვიძლია ვუსაყვედუროთ, ისაა, რომ დროულად არ დაინახა რუსული რევიზიონიზმის საფრთხე და სანამ რუსეთი სუსტი იყო – ლოგინშივე არ გაანადგურა!!! ნეტა მაშინ ყოფილიყო “ნულანდი” და ერიგებინა ორცხობილები!!

ანუ 1992-1993 წლებში გენოციდი სწორედ იმიტომ მოხდა, რომ საქართველოს დასავლელი მეგობრები არ ყავდა. 2008 წელს იმიტომ ვერ მოხდა, რომ ამერიკის ჯარი შემოვიდა 5 დღეში, 13 აგვისტოს – საჰაერო და საზღვაო გზებით ჩვენს ქვეყანაში!!! (პამპერსებიო – რუსული პროპაგანდა რომ ყვიროდა, ჩაჯმული იყო და ამაზე გამახსენდა). იცით რატომ მუშაობს ეს პროპაგანდა? იმიტომ, რომ ოპოზიცია ავტოკრატიულია და ტელემედია ავტოკრატი პარტიული ბოსების მასაჟის ხატაა!

სანამ მიწასთან არ გავასწორებთ, დღის წესრიგს ჯერ კიდევ ავტოკრატია აწესებს – ოპოზიციის ფლანგზეც.ამიტომ მძულხართ თანაბრად პირიქითა და პირაქეთა ავტოკრატიები და ამიტომ აგაოხრებთ – თქვენი აოხრების გარეშე სამშვიდობოს ვერ გავალთ. დიდ ძალას მაძლევს ყანის ავტოკრატებზე ბრაზი!“



Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა