პოლიტიკა

საქართველოში სომხეთის პრეზიდენტის, ვაჰაგნ ხაჩატურიანის ვიზიტი დაიწყო

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ვაჰაგნ ხაჩატურიანი ეწვია.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის პრეზიდენტს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ქეთევან კვინიხიძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში გიორგი შარვაშიძე დახვდნენ.

„მაკა ბოჭორიშვილმა ვაჰაგნ ხაჩატურიანს მადლობა გადაუხადა საქართველოში ჩამობრძანებისთვის და ნაყოფიერი ვიზიტის განხორციელება უსურვა.

სომეხ კოლეგას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მასპინძლობს. ვიზიტის ფარგლებში, ვაჰაგნ ხაჩატურიანი შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს.

სომხეთის პრეზიდენტი გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს“, – ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ეს ვაჰაგნ ხაჩატურიანის მეორე ოფიციალური ვიზიტია საქართველოში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა