პოლიტიკა

სოზარ სუბარი: ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პირდაპირ თქვა, რომ როდესაც რომელიმე ქვეყანა უცხოეთში არ ხსნის საარჩევნო უბანს, ამით არ ირღვევა საარჩევნო უფლება

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პირდაპირ თქვა, რომ როდესაც რომელიმე ქვეყანა უცხოეთში არ ხსნის საარჩევნო უბანს, ამით არ ირღვევა საარჩევნო უფლება, -აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით.

მისი თქმით, გერმანიის პარლამენტის ყოფილი წევრი მიხაელ როთი ცდილობდა ზეგავლენა მოეხდინა იმ ამომრჩეველზე, რომელიც გერმანიაშია და 2024 წლის არჩევნების წინ უშუალოდ იყო იმაში ჩართული, რომ ქართველი ემიგრანტები დარეგისტრირებულიყვნენ და მიეღოთ არჩევნებში მონაწილეობა.

„თუ ვსაუბრობთ იმაზე, არის თუ არა ეს რომელიმე ადამიანის უფლების დარღვევა, ასე არაა, რადგან ამაზე ნამსჯელი აქვს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საბერძნეთის საქმესთან დაკავშირებით. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პირდაპირ თქვა, რომ როდესაც რომელიმე ქვეყანა უცხოეთში არ ხსნის საარჩევნო უბანს, ამით არ ირღვევა საარჩევნო უფლება. გერმანიის პარლამენტის ყოფილი წევრი მიხაელ როთი რომელიც ხშირად ჩამოდიოდა საქართველოში, აქეზებდა ქართულ ოპოზიციას, 2024 წლის არჩევნების წინ უშუალოდ იყო იმაში ჩართული, რომ ქართველი ემიგრანტები დარეგისტრირებულიყვნენ და მიეღოთ არჩევნებში მონაწილეობა. ის ცდილობდა ზეგავლენა მოეხდინა იმ ამომრჩეველზე, რომელიც გერმანიაშია. ეს მაგალითად მოვიყვანე და ბუნებრივია, ასეთი ზეწოლებისგან თავისუფალი უნდა იყოს ქართველი ამომრჩეველი“, – აღნიშნა სუბარმა.

დღეს პარლამენტში საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს განიხილავენ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა