აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში მიიღო საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცი, მუჰამედ ბენ სალმანი და მის პატივსაცემად საზეიმო ვახშამი გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ ჯეფ ბეზოსი, ილონ მასკი და კრიშტიანუ რონალდუ.
თეთრ სახლში ექსკურსიის დროს, ტრამპმა მაღალი რანგის სტუმარს საპრეზიდენტო „დიდების ხეივანი“ აჩვენა – სადაც ჯო ბაიდენის ფოტოს ნაცვლად ავტოკალმის (ბურთულიანი კალმის) სურათი იყო განთავსებული.
პრინცი თეთრ სახლში პირველად მიიღეს 2018 წლის შემდეგ, როდესაც სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი სასტიკად მოკლეს. ჟურნალისტის კითხვაზე ამ თემაზე, პრეზიდენტს მოუწია ჩარევა: ტრამპმა განაცხადა, რომ „ცხოვრებაში ყველაფერი ხდება“ და პრინცმა, მისი თქმით, არ იცოდა მკვლელობის მომზადების შესახებ.
ტრამპმა განაცხადა, რომ ერ-რიადის სტატუსი ამაღლდა და ის ნატოს არაწევრი ქვეყნის მთავარ მოკავშირედ გამოცხადდა. ასევე, მან დაამტკიცა მსხვილი სამხედრო მიწოდების პაკეტი ერ-რიადისთვის, მათ შორის F-35 ტიპის გამანადგურებლების სამომავლო პარტიები და დაახლოებით 300 ამერიკული ტანკი.
თავის მხრივ, ბენ სალმანმა დაპირება დადო, რომ ამერიკულ ეკონომიკაში ინვესტიციებს თითქმის 1 ტრილიონ დოლარამდე გაზრდის. ეს სახსრები მიმართული იქნება ინფრასტრუქტურის, ტექნოლოგიებისა და მრეწველობის განვითარებაზე.











