Uncategorized

ეკა სეფაშვილი: კანონი გულისხმობს კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა დაცვას, მათზე გაძლიერებულ ზრუნვას და იმ გარემოსგან მოშორებას, რომელიც მათ დანაშაულებრივი ქმედებებისკენ უბიძგებს

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალა“ თავმჯდომარის მოადგილემ, ეკა სეფაშვილმა „კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ” სპეციალური კანონზე მედიასთან ისაუბრა. მისი თქმით, ზემოთ ხსენებული კანონი გულისხმობს კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა დაცვას, მათზე გაძლიერებულ ზრუნვას და იმ გარემოსგან მოშორებას, რომელიც მათ დანაშაულებრივი ქმედებებისკენ უბიძგებს.

„ეს კანონი, [კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ” სპეციალური კანონი] პირველ რიგში გულისხმობს კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა დაცვას, მათზე გაძლიერებულ ზრუნვას და იმ გარემოსგან მოშორებას, რომელიც მათ დანაშაულებრივი ქმედებებისკენ უბიძგებს.

ბოლო წლების სტატისტიკა მოწმობს, რომ 10-14 წლის ბავშვებში მოიმატა კრიმინალური დანაშაულების ჩადენის მაჩვენებელმა. კანონი [ „კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ” სპეციალური კანონი] ითვალისწინებს კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა განსაკუთრებულ ზრუნვას და სხვადასხვა მულტიდისციპლინარული ჯგუფის შექმნას, რომელშიც შევლენ ფსიქოლოგები, პედაგოგები და სხვა სპეციალისტები“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა