ბიზნესი

ირაკლი კობახიძე – კომპანიას, რომელიც დუბაის სასწაულის შემოქმედია, მძიმე ბიზნეს და პოლიტიკური წარსულის მქონე ადამიანები უწუნებენ რეპუტაციას

„ემაარი“, „იგლ ჰილსი“ არის ე.წ. დუბაის სასწაულის შემოქმედი. მძიმე ბიზნეს და პოლიტიკური წარსულის მქონე ადამიანები უწუნებენ მას რეპუტაციას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა არაბულ ინვესტიციაზე საუბრისას განაცხადა, რომ კომპანია მსოფლიოში კარგი რეპუტაციით სარგებლობს.

„სწორედ მათ მიერ განხორციელებული პროექტების შედეგად გაიზარდა რამდენჯერმე დუბაის არა მხოლოდ ტურისტული, არამედ საერთო ეკონომიკური პოტენციალიც. ასეთ კომპანიას რეპუტაციას უწუნებენ ძალიან მძიმე, მათ შორის ბიზნეს და პოლიტიკური წარსულის მქონე ადამიანები. საზოგადოებისთვის ალბათ ყველაფერი ნათელია. როცა გაივლით დუბაის ცენტრში, ნახავთ, რომ სწორედ ამ კომპანიის აშენებულია შენობების დაახლოებით 80 პროცენტი, მათ შორისაა მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობა, ბურჯხალიფა. გასაგებია, როგორიცაა ამ კომპანიის საერთაშორისო რეპუტაცია. თუმცა, აქაც ახერხებენ ოპონენტები, რომ რეპუტაცია დაუწუნონ „იგლ ჰილსს“ და „ემაარს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა