საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე x-ზე პოსტს აქვეყნებს, რომელშიც წერს, რომ მის კოლეგასთან, ლევან მახაშვილთან ერთად ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საარჩევნო მისიის ფარგლებში ყირგიზეთის საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდა.
სამხარაძე ყირგიზეთის მოსახლეობას კეთილდღეობას და განვითარებას უსურვებს.
ამკჰარადზე„ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCEPA-ს) საარჩევნო მისიის წევრის სტატუსით, ჩემს კოლეგასთან, ლევან მახაშვილთან ერთად ყირგიზეთის საპარლამენტო არჩევნებს ვაკვირდებოდი. ყირგიზ ხალხს კეთილდღეობას და სტაბილურ განვითარებას ვუსურვებ“- წერს ნიკოლოზ სამხარაძე.
Facebook Comments Box











