Uncategorized

პრემიერი: წლის ბოლოს, ისტორიაში პირველად, ჩვენი მშპ, საქართველოს ეკონომიკა გადასცდება 100 მლრდ ლარს და ერთ სულ მოსახლეზე ნომინალური მშპ გადასცდება 10 000 დოლარს, გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ არ შეჩერდეს ზრდის ტენდენციები

საქსტატმა გამოაქვეყნა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები და იანვარ-ოქტომბრის ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 7.6 %, შესაბამისად ჩვენ, ძალიან მაღალი ალბათობით, წლის ბოლოსთვის საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზს რაც არის – 7.2 % გადაჭარბებით შევასრულებთ, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

მისივე თქმით, მიმდინარე წლის ბოლოს, ისტორიაში პირველად, საქართველოს ეკონომიკა გადასცდება 100 მლრდ ლარს და ერთ სულ მოსახლეზე ნომინალური მშპ გადასცდება 10 000 დოლარს.

„შეგახსენებთ, რომ სავალუტო ფონდმა გაზარდა თავისი პირველადი პროგნოზი 7.2 %-მდე დააკორექტირა, თუმცა როგორც ჩანს გვექნება წლის ბოლოსთვის უფრო მაღალი მაჩვენებელი. ამასთან, ამ წლის ბოლოს, ისტორიაში პირველად, ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტი, საქართველოს ეკონომიკა გადასცდება 100 მლრდ ლარს და ერთ სულ მოსახლეზე ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი, ასევე პირველად ისტორიაში, გადასცდება 10 000 დოლარს. მშპ ერთ სულ მოსახლეზე მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით გადასცდება პირველად 30 000 დოლარს, როცა სულ რაღაც 8 წლის წინ ეს მაჩვენებელი 10 000 დოლარი იყო. ეკონომიკურად ყველა მიმართულებით ქვეყანა სწორად ვითარდება. შესაბამისად, გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ არ შეჩერდეს ზრდის ტენდენციები და შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი“, – განაცხადა პრემიერმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა