ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ ევა გოცირიძე„სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება, რომ გამოიძიოს, ადეკვატურად დასაჯოს დამნაშავე და აღასრულოს ეს გადაწყვეტილება სწორად და ეფექტიანად. ქვეყანაში თუ არის დანაშაულის დაუსჯელობა, ეს რა თქმა უნდა, არის მმართველი ძალის პოლიტიკის ერთ-ერთი ასპექტი“ დღეს 13 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი13°C
  • ბათუმი16°C
  • ქუთაისი15°C
  • რუსთავი15°C
  • ზუგდიდი16°C
  • თელავი10°C
  • გორი13°C
  • ახალციხე9°C
  • ოზურგეთი16°C
  • ამბროლაური11°C
  • მესტია5°C
  • ფოთი15°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 12 ნოემბერი
  • USD2.5933−0.0003
  • EUR2.8895−0.0216
  • GBP3.4551−0.0284
  • TRY0.0516
  • 100 RUB3.1299−0.0009
  • AZN1.5257+0.0001
  • 1000 AMD7.1944−0.0005
  • 10 UAH0.5718+0.0024
ᲡᲐᲖᲝᲒᲐᲓᲝᲔᲑᲐ3 ᲛᲐᲠᲢᲘ01:16
გეკა გელაძე

განცხადება · 140 ნახვა

იაგო ხვიჩიას

„იურისტი ბრძანდებით და იცით, რომ რეალიზაციას შესაბამისი მტკიცებულებები ჭირდება. იცით, რომ კოდექსს დაემატა „რეალიზაციაში ხელშეწყობა“. 2500-ზე მეტი რეალიზატორი, რასაც სამინიტრო აცხადებს, ზუსტად ის ადამიანები არიან, სადაც მტკიცებულებების სახით არსებობს საკონტროლო შესყიდვები და ა.შ.“

“შეიძლება ითქვას, რომ დღეს ქვეყანაში ნარკოტიკული საშუალების დეფიციტია და ხელმისაწვდომობა არის შემცირებული, ეს იმ საპოლიციო ღონისძიებების შედეგია, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ნარკორეალიზატორების მიმართ იყენებს,” – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ გადაცემაში “დებატები” განაცხადა.

შს მინისტრმა უპასუხა იაგო ხვიჩიას , რომელმაც განაცხადა, რომ ქვეყანაში ერთ წელიწადში 2500 ნარკორეალიზატორის დაკავება კითხვას ბადებს, ხომ არ იჭერენ ამ მუხლით არა რეალიზატორებს, არამედ მომხმარებლებსაც.

„მოხმარების შემთხვევაში, პირველადი ადმინისტრაციული ჯარიმაა, საზოგადოებამ ასევე უნდა იცოდეს, რომ ძალიან ჰუმანურია საქართველოს პროკურატურა და ასეთ შემთხვევაში იშვიათად იყებნებს აღკვეთის სახით პატიმრობას. ბ-ნო იაგო, თქვნ ბრძანეთ, 2500-ზე მეტი ნარკორეალიზატორი როგორ შეიძლება ქვეყანაში იყოს. იურისტი ბრძანდებით და კარგად იცით, რომ რეალიზაციას შეასაბამისი მტკიცებულებები სჭირდება. თუნდაც ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება, რომელზეც შეგვიძლია ყურადღება გავამახვილოთ, ეს არის საკონტროლო შეყიდვა, სხვანაირად, პროკურატურა რეალიზაციის მუხლით პასუხისგებაში ვერ მიცემს“,-განაცხადა მან.

გეკა გელაძე ბოლო პერიოდში განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებსაც შეეხო. მისი თქმით, ამ ცვლილებებმა საკმაოდ კარგი შედეგი გამოიღო.

„კოდექსს დაემატა რეალიზაციაში ხელშეწყობა. 2500-ზე მეტი, რასაც შს სამინიტრო აცხადებს, ეს ზუსტად ის ადამიანები არიან, სადაც მტკიცებულებების სახით არსებობს საკონტროლო შესყიდვები და ასე შემდეგ, რაზეც ვისაუბრე“,-განაცხადა მან.

გეკა გელაძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. გეკა გელაძე„ჩვენთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს და გეგმას წარმოადგენს მიმდინარე წელს 3500-დან 4000-მდე არალეგალი მიგრანტის გაძევება და სწორი ინსტრუმენტების და სხვადასხვა მექანიზმის გამოყენებით ამას აუცილებლად შევძლებთ“