Uncategorized

10 000 პეპელა და ტრამპი Lego-ს კუბიკებით- მელანია ტრამპმა თეთრი სახლის საშობაო მორთულობა წარმოადგინა

აშშ-ის პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა, წარმოადგინა თეთრი სახლის საშობაო მორთულობა, რომელიც თემას „სახლი იქ არის, სადაც გულია“ მიეძღვნა.

თეთრი სახლის განცხადებაში ნათქვამია, რომ მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ ოჯახს საკუთარი ტრადიციები აქვს, ამერიკელებს აერთიანებთ საერთო ღირებულებები, მათ შორის „გულუხვობის, პატრიოტიზმისა და მადლიერების მარადიული სული“.

მთავარი დეკორაციები

მთავარი ნაძვის ხე: 5,5 მეტრის სიმაღლის ნაძვის ხე მიჩიგანიდან ჩამოიტანეს. მისი მორთულობა „ოქროს ვარსკვლავის“ (Golden Star) ჯილდოს მოგაგონებთ.

აღმოსავლეთ ოთახი: აქ მდებარე ნაძვის ხეების დეკორი მიანიშნებს აშშ-ის დამოუკიდებლობის მოახლოებულ 250 წლის იუბილეზე.

მწვანე ოთახი: ამ ოთახში გამოფინეს ჯორჯ ვაშინგტონისა და დონალდ ტრამპის პორტრეტები. თითოეული მათგანი აწყობილია 6000-ზე მეტი Lego-ს კუბიკისგან.

წითელი ოთახი: ეს ოთახი მორთულია 10 000-ზე მეტი ლურჯი პეპლით. როგორც CBS News განმარტავს, ეს არის პატივისცემის გამოხატვა ახალგაზრდობის მიმართ, ასევე, მელანია ტრამპის ბავშვთა მხარდაჭერის ინიციატივებისადმი.

ჯანჯაფილის სახლი: ტრადიციული ჯანჯაფილის სახლი ამჯერად თეთრი სახლის ფორმის იყო და დაახლოებით 50 კილოგრამს იწონიდა.

საერთო ჯამში, საშობაო ატმოსფეროს შესაქმნელად გამოიყენეს 50 ნაძვის ხე, 75 გვირგვინი, 2 800 ოქროს ვარსკვლავი, დაახლოებით 200 მეტრი გირლიანდი და 7 500 მეტრი დეკორატიული ლენტი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა