Uncategorized

გიორგი გაბუნია: თინა ხიდაშელი წლებია აქტიურად ეწევა ანტისახელმწიფოებრივ კამპანიას, რომელსაც პოლიტიკასთან საერთო არაფერი აქვს

თინა ხიდაშელი წლებია აქტიურად ეწევა ანტისახელმწიფოებრივ კამპანიას, რომელსაც პოლიტიკასთან არაფერი საერთო არ აქვს, – განუცხადა „ქრონიკას“ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და საზოგადოება „ქართულის“ ლიდერმა გიორგი გაბუნიამ.

გაბუნიას თქმით, ამ ადამიანებს ქვეყნის პოლიტიკაში ადგილი არასდროს ექნებათ.

„თინა ხიდაშელი წლებია აქტიურად ეწევა ანტისახელმწიფოებრივ კამპანიას, რომელსაც პოლიტიკასთან არაფერი საერთო არ აქვს.

ერთი მხრივ, კარგია იმიტომ, რომ მოხდეს ამ ადამიანების კიდევ ერთხელ ლუსტრაცია და საზოგადოებამ დასკვნა, შეფასება გააკეთოს თუ რა ძალასთან გვაქვს საქმე, როგორ ადამიანებთან გვაქვს საქმე. მეორე მხრივ, ამ ადამიანებს მივუჩინოთ საკუთარი ადგილი.

ამ ადამიანებს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკაში ადგილი არასდროს ექნებათ და ამას უზრუნველყოფს ხელისუფლება“, – აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.

ცნობისთვის, თინა ხიდაშელმა სახელმწიფო დეპარტამენტს დოკუმენტი გაუგზავნა, სადაც ამტკიცებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ირანულ კომპანიებს სანქციებისგან თავის არიდებაში ეხმარება, თუმცა დოკუმენტში ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არის.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა