Uncategorized

გურამ მაჭარაშვილი BBC-ის სტატიაზე: ამაზე მოუწევს ყველას პასუხისგება. სამწუხაროდ, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ვხედავთ, რომ BBC-ი გახდა „გლობალური ომის პარტიის“ ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი

სამწუხაროდ, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ვხედავთ, რომ BBC-ი გახდა „გლობალური ომის პარტიის“ ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, – განუცხადა „ქრონიკას“ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაზე საუბრისას.

მაჭარაშვილის თქმით, აღნიშნულ სტატიასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა მოუწევთ.

„სამწუხაროდ, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ვხედავთ, რომ BBC-ი გახდა „გლობალური ომის პარტიის“ ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. რა თქმა უნდა, ამაზე მოუწევს ყველას პასუხისგება. ახლა მიხვდნენ, როგორც ჩანს, რომ პასუხისგება მოუწევთ და თქვეს, რომ ბოლომდე არ გამოგვიკვლევიაო. ბოლომდე რომ არ გამოგიკვლევია და მაინც აწოდებ ინფორმაციას სხვა ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ, ამაზე სისხლის სამართლის კოდექსში არის მუხლი“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, BBC-მ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აქციაზე პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.

„ქართული ოცნება“ BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა