პოლონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მატეუშ მორავეცკის თქმით, პოლონეთი სუვერენიტეტს დაკარგავს, თუ ევროპული მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებას გაითვალისწინებს და ერთნაირსქესიანთა ქორწინებას იურიდიულად აღიარებს. კონსერვატორი პოლიტიკოსი აცხადებს, რომ პოლონელმა ხალმა საკუთარი ფასეულობები უნდა დაიცვას და შეეწინააღმდეგოს ევროკავშირის წნეხს, რომელიც ქვეყნის კონსტიტუციაში ქორწინების განსაზღვრის შეცვლას მოითხოვს.
„ევროპის მართლმსაჯულების სასამართლო სხვა ქვეყანაში გაფორმებული ერთნაირსქესიანთა ქორწინების აღიარებას მოითხოვს. სასამართლოს გადაწყვეტილება სცდება მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას. ჩვენ ვერ დავეთანხმებით ამას, რადგან ეს ჩვენს კანონმდებლობას ეწინააღმდეგება. კონსტიტუცია ნათლად განსაზღვრავს ქორწინებას და ევროკავშირს უფლება არ აქვს რაიმე გვაიძულოს. ევროკავშირმა ყურადღება რეალურ პრობლემებზე უნდა გაამახვილოს და არ უნდა ჩაერიოს წევრი სახელმწიფოების საქმეებში. სუვერენიტეტის დაცვა გაერთიაების ფუნდამენტური პრინციპია“, – განაცხადა მორავეცკიმ.











