რუსეთი უკრაინაში ორი დასახლებული პუნქტის დაკავების შესახებ იუწყება. საუბარია ზაპოროჟიეს ოლქზე. ოკუპანტი ქვეყნის ცნობით, მორიგი იერიში მიიტანეს ენერგო ობიექტებზე, საიდანაც უკრაინული სამხედრო საწარმოები მარაგდებოდა.
ცნობას ფრონტის ხაზზე ვითარების შესახებ ავრცელებს უკრაინის არმიის მთავარსარდალიც და აცხადებს, რომ რუსი სამხედრო მოსამსახურეების განადგურების ოპერაცია აქტიურად მიმდინარეობს და ცნობები მტრის ძალების წარმატების შესახებ, მხოლოდ რუსული პროპაგანდაა.
Facebook Comments Box











