Uncategorized

გურამ მაჭარაშვილი ფედერიკა მოგერინის დაკავებაზე: ქალბატონო ფედერიკა, ახლა ჩვენ რა გავაკეთოთ, თქვენ მოგბაძოთ ამ კორუფციაში და მერე შესაბამისი უწყებები მოვლენ ჩვენთან და შემდეგ იქნება დემოკრატიული საქართველო?

x

ევრო ბიუროკრატიაში ბელგიის პოლიციამ კორუფციის ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელობა და ქალბატონი ფედერიკა, რომელიც ჩვენ ჭკუას გვასწავლიდა 2019 წელს, – განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.

მისივე თქმით, ფედერიკა მოგერინი ამბობდა, რომ ქართველებმა დემოკრატია არ იციან და უკუსვლით მიდიან.

„ქალბატონო ფედერიკა, ახლა ჩვენ რა გავაკეთოთ, თქვენ მოგბაძოთ ამ კორუფციაში და მერე შესაბამისი უწყებები მოვლენ ჩვენთან და შემდეგ იქნება დემოკრატიული საქართველო?

ეს ხალხი საუბრობს, რომ თურმე საქართველოში უკუსვლა ხდება, როცა მათივე ინსტიტუტები საქართველოს აფასებენ კორუფციასთან ბრძოლაში დაწინაურებაში.

ბელგიის პოლიცია ყოველ კვირა რამდენიმე ადამიანს აკავებს კორუფციის ბრალდებით. ეს არის ევროპული ღირებულება? ამას გვეუბნებოდით, რომ თუ ასე არ მოიქცევით ჩვენთან ვერ მიგიღებთო?“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურში გამოძიების ფარგლებში ფედერიკა მოგერინი დააკავეს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა