პრესტიჟულ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო კონკურსზე International Wine & Spirit Competition – IWSC მეღვინეობა „გიუაანი“ 2026 წლის საუკეთესო ქართულ მწარმოებელ კომპანიად გამოცხადდა;
გიუაანის 3-მა ღვინომ მოიპოვა უმაღლესი ჯილდო – ოქროს მედალი:
• მანავი განსაკუთრებული 2024;
• ტვიში 2024;
• საფერავი ქვევრი 2024.
კომპანიის მთავარმა მეღვინემ, გიორგი ჯმუხაძემ კი, ნომინაციაში – “ათი საუკეთესო ახალგაზრდა მეღვინე” პირველი ადგილი მოიპოვა.
გარდა ამისა, კონკურსში გაგზავნილმა ღვინის ყველა ნიმუშმა მოიპოვა ჯილდოები:
ვერცხლის მედალი:
• საფერავი კაბერნე სოვინიონი 2022
• მანავი განსაკუთრებული 2022
• მანავი 2024
ბრინჯაოს მედალი:
• მწვანე ქვევრი 2024
„დიდი მადლობა „გიუაანის“ გუნდის თითოეულ წევრს, რომლის დამსახურებითაც მოვიპოვებთ ამ უმაღლეს შეფასებებს, ასევე დიდი მადლობა IWSC ჟიურის წევრებს!“,-ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.











