პოლიტიკა

კახა კალაძე ბაგა-ბაღების სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის სავარაუდო დანაშაულებრივ საქმიანობაზე: ინფორმირებული რომ ვყოფილიყავით, ამას მოჰყვებოდა ჩვენი მხრიდან შესაბამისი რეაგირება – საზოგადოებაში ბევრი კითხვა არსებობს და დარწმუნებული ვარ, ყველაფერს გაეცემა შესაბამისი პასუხი

ბევრი საკითხი ამოტივტივდა, დაველოდოთ, თუ როგორ წარიმართება გამოძიება. ზოგადად, საზოგადოებაში ბევრი კითხვა დაგროვდა, ბევრი კითხვა არსებობს და დარწმუნებული ვარ, ყველას და ყველაფერს გაეცემა შესაბამისი პასუხი, – ამის შესახებ ქალაქ თბილისის მერმა, კახა კალაძემ, ბაგა-ბაღების სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელ კახაბერ გვანცელაძესთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

დედაქალაქის მერის განმარტებით, გვანცელაძის სავარაუდო თაღლითურ სქემებთან დაკავშირებით ინფორმაცია რომ ჰქონოდა, მისი უწყების მხრიდან ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვებოდა.

“რომ ვყოფილიყავით საქმის კურსში [კახაბერ გვანცელაძის სავარაუდო დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ] ამას მოჰყვებოდა ჩვენი მხრიდან შესაბამისი რეაგირება. ძალიან ბევრი თანამშრომელია ჩემი დანიშნული. მერიას აქვს შესაბამისი სამსახურები, 30 000-მდე თანამშრომელია. პრობლემა იცით რა არის? თქვენ ვერ მწვდებით ვერანაირად პოლიტიკურად, ყოველთვის განადგურებთ პოლიტიკურად, შესაბამისად, ხართ იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც ხართ. ჩვენც არ გვაქვს ინფორმაცია, რომ რაიმე კანონდარღვევა იყო ტენდერის ჩატარების პროცესში. იმის უკან რა იდგა, რა იყო, მე არ მაქვს ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია. თუ ვინმეს დანაშაული აქვს აღნიშნულთან დაკავშირებით, ყველა პირი, ყველა დამნაშავე აგებს პასუხს.” – განუცხადა კალაძემ ჟურნალისტებს.

თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძეს ბრალდება დაუსწრებლად გუშინ წარედგინა. საქართველოს გენერალური პროკურორის, გიორგი გვარაკიძის განცხადებით, გვანცელაძეს დიდი ოდენობით ფულადი თანხების აღებაში სუს-ის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი მფარველობდა და ამ სქემაში სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს სხვა თანამშრომლებიც ჰყავდა ჩართული.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა