პოლიტიკა

ლალი მოროშკინა რუსეთის ლიტერატორთა კავშირის წევრი გახდა

ლალი მოროშკინა რუსეთის ლიტერატორთა კავშირის წევრი გახდა. ამის შესახებ Мир იუწყება.

„კომპეტენტურმა უწყებამ 2016 წელს მოსკოვში გამოცემული ბესტსელერი “მე,პრეზიდენტი და მსოფლიო ჩემპიონი” სათანადოდ შეაფასა და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, პოლიტოლოგსა და მწერალ ლალი მოროშკინას ეს მაღალი წოდება მიენიჭა“,-ნათქვამია სტატიაში.

საზეიმო ცერემონია მოსკოვში გაიმართა. ეს პირველი შემთხვევაა ორი ქვეყნის ისტორიაში.

მოროშკინას სადებიუტო წიგნი „მე, პრეზიდენტი და მსოფლიო ჩემპიონი“ 2009 წელს გამოიცა და მაშინვე იქნა წარდგენილი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე.

„წიგნს რუსეთში შეუმჩნევლად არ ჩაუვლია, რადგან ეს არის ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის პირველი და ძალიან დეტალური ბიოგრაფია. ლალი მოროშკინამ ეს მასალა ძალიან ზუსტად, მკაფიოდ და თვალსაჩინოდ მიაწოდა მკითხველს“, — აღნიშნა რუსეთის მწერალთა კავშირისა და მოსკოვის ლიტერატორთა კავშირის წევრმა, ევგენი ობუხოვმა.

მოგვიანებით ავტორმა მიმართა პოეტური რომანის ჟანრს. 2016 წელს ლალი მორუშკინას ნაწარმოებები პირველად გამოიცა რუსეთში.

„როგორც კი დგება პოლიტიკური ცვლილებების პერიოდი ან საზოგადოებაში რაღაც მწიფდება, ყველა კითხულობს, როდის იქნება შემდეგი წიგნი. ეს ნაწარმოებები მოგვითხრობს იმ ეპოქაზე, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, იმაზე, თუ როგორ ვცხოვრობთ და რა ხდება ჩვენს ქვეყნებში“, — განაცხადა პოლიტოლოგმა, რუსეთისა და საქართველოს ლიტერატორთა კავშირის წევრმა, ლალი მოროშკინამ.


Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა