ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲞᲘᲠᲓᲐᲞᲘᲠ ცოტნე ანანიძე„“ტვ პირველის” დაუდასტურებელი ინფორმაციით, აეროპორტში მამამ შვილი გააცილა. შემდეგი სკანდალი ალბათ ის იქნება, რომ ოჯახის წევრებმა ერთმანეთს დაბადების დღე მიულოცეს“ დღეს 7 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი15°C
  • ბათუმი16°C
  • ქუთაისი18°C
  • რუსთავი17°C
  • ზუგდიდი17°C
  • თელავი12°C
  • გორი15°C
  • ახალციხე13°C
  • ოზურგეთი17°C
  • ამბროლაური14°C
  • მესტია10°C
  • ფოთი18°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 31 ოქტომბერი
  • USD2.5992+0.0033
  • EUR2.9116+0.0182
  • GBP3.4902+0.0317
  • TRY0.0520−0.0001
  • 100 RUB3.2307+0.0080
  • AZN1.5292+0.0019
  • 1000 AMD7.2100+0.0303
  • 10 UAH0.5730+0.0032
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ3 ᲘᲐᲜᲕᲐᲠᲘ20:18
თამარ ჩერგოლეიშვილი

განცხადება · 164 ნახვა

„არავინ იფიქროთ, რომ მსგავსი სცენარის იმპორტი საქართველოში შესაძლებელია“

არავინ იფიქროთ, რომ მსგავსი სცენარის იმპორტი საქართველოში შესაძლებელია,-ასე ეხმურება „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი მადუროს დაპატიმრებას.

მისივე თქმით, რუსული რეჟიმის შეცვლის გარეშე, ჩვენ მოვლენათა ამ განვითარებით ვერ ვისარგებლებთ, თუმცა სულ მცირე, ოკუპირებული რეგიონების აღიარების უკან წაღება ხდება შესაძლებელი.

„რატომ არის ჩვენთვის კარგი ამერიკის ჩარევით ვენესუელაში რეჟიმის მარცხი:

1. გეოპოლიტიკაში ძალის ვაკუუმი თავისუფალი არასოდეს რჩება, რასაც არ ავსებს ამერიკა, ავსებს რუსეთი – ჩვენთვის ჯობია რომ მტერი დაგვისუსტდეს, მეგობარი – გაგვიძლიერდეს.

2. მადუროს ანტიამერიკული რეჟიმი ამის მაგალითია – პუტინთან ერთად მადურომ აღიარა აფხაზეთის და ცხინვალის მარიონეტული რეჟიმები და მისი ხელიდან, დაარღვია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა – ანუ მადუროს რეჟიმი საქართველოს ეროვნული ინტერესების მტერი იყო და

კარგია რომ განეიტრალდა.

3. ქართველებისთვის ეს რას ნიშნავს? ავტომატურად არაფერს, პოტენციურად – ბევრს.

რუსული რეჟიმის შეცვლის გარეშე, ჩვენ მოვლენათა ამ განვითარებით ვერ ვისარგებლებთ – არავინ იფიქროთ, რომ მსგავსი სცენარის იმპორტი საქართველოში შესაძლებელია.

თუმცა, ძალის მოკრება, ივანიშვილის ანტიამერიკული რეჟიმისთვის სერიოზული წინააღმდეგობის შექმნა და ცვლილებამდე მიყვანა თუ შევძელით – სულ მცირე, ოკუპირებული რეგიონების აღიარების უკან წაღება ხდება შესაძლებელი.

ცვლილებას არ სჭირდება სასწაული. ცვლილებას სჭირდება დამოუკიდებლად (და არა ჯოგურად!) მოაზროვნე ადამიანების წესებზე დაფუძნებული კოორდინაცია“,-წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

თამარ ჩერგოლეიშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. თამარ ჩერგოლეიშვილი„ბინძური ცილისმწამებლების სიმართლით რომ დადის ცილისმწამებელი მიშა სააკაშვილი დედაბუდიანად, ამიტომ დარჩა მაია ორჯონიკიძის და ნანულას ამარა“
  2. თამარ ჩერგოლეიშვილი„მიშა მშვილდაძეზე: სინდისის გაყიდვის გამო სჭირს, რაც სჭირს, თორემ ფული ვის არ გაგვთავებია“
  3. თამარ ჩერგოლეიშვილი„ჟიჟილაშვილს ჩემთან სახლში ეძინა, სტრასბურგში რომ ჩამოდიოდა, ფული რომ დაეზოგა და სასტუმროში არ დარჩენილიყო. მოსვლა რომ დაიწყო ხმებმა – ხაზარაძეს გაეშვას, თორემ ეთერში დავბლოკავ, სააკაშვილს გაეშვას, თორემ ეთერი დაებლოკება – მაშინ შევდექი“
  4. თამარ ჩერგოლეიშვილი„უნიჭო პარაზიტი – ეს ხარბი კეკელა იმდენად ჭკუასუსტია, რომ ვერც კი ხვდება ამ პოსტით მხოლოდ საკუთარ სასოწარკვეთილებას რომ ავლენსჩერგოლეიშვილი ეკა კვესიტაძზე: უნიჭო პარაზიტი – ეს კეკელა ვერ ხვდება, რომ მათი საქციელი არაფრით განსხვავდება ქოცების საქციელისგან“